ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1.გაკვეთილის თემა
|
„შატბერდული ხელნაწერების ისტორია და ქრონოლოგია“.
|
2.სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო საფეხური.VIII კლასი
|
3.ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების სახელი და
გვარი
|
ისტორია-ეკატერინე უშიკიშვილი
ქართული ენა და ლიტერატურა -ნინო შეყელაძე
|
4.მოსწავლეთა რაოდენობა
|
18
|
5.განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი
|
0
|
6.გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლეები
გაეცნობიან ზოგადად ხელნაწერების მნიშვნელობას.მათ ისტორიას.აუდიტორიის წინაშე წინაშე
წარმოადგენენ შატბერდული ხელნაწერების თავგადასავალს.ვირტუალურად იმოგზაურებენ ტაო-კლარჯეთში,გაეცნობიან
გრიგოლ ხანძთელს.ხელნაწერებთან დაკავშირებით
გამოთქვამენ თავიანთ თვალსაზრისს,მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით.შეძლებენ
ტექსტის გააზრება-გაანალიზებას,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა
და ახსნას.საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას.
მოსწავლეები
გაიგებენ რას შეისწავლის ქორონიკონი.იმსჯელებენ რა მნიშვნელობა აქვს ქრონოლოგიას
ისტორიის კვლევის პროცესში.მოსწავლეები შეძლებენ ქორონიკონის გამოთვლას.შატბერდულ
ხელნაწერებში მოცემულ წლებს შეუსაბამებენ საუკუნეს,მოქცევას.
განსავითარებელი
უნარები:
.ფაქტების და მოვლენების ინტერპრეტაცია;
.თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება;
.ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
.შემოქმედებითი უნარი;
.ჯგუფში მუშაობა-თანამშრომლობა;
.პრეზენტაციისას ორატორობის უნარ-ჩვევები;
.თვითშეფასების უნარი;
.ისტორიული ეპოქის განცდა;
.დროის ისტორიული გაგება.
|
თ7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
ისტორია:
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის
ისტორიულ ეპოქებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადგენს ცხრილს,
რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან
დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებს
ისტ.VIII.4.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე
უძველესი დროიდან დღემდე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კლასში ჯგუფური მუშაობისას ჩამოთვლის სხვადასხვა ტიპის დამწერლობებს, საუბრობს
მათ წარმოშობასა და წერის მეთოდში მომხდარ ცვლილებებზე;
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია
კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის
წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად
ავითარებს თავის მოსაზრებას;
· კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს
(მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
ქართ.
VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს
საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს
კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე,
სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო
საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას,შეარჩევს
ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
|
8.თანმიმდევრობა
|
1.გაკვეთილის მიზნების და ესგ-თი გათვალისწინებული
მისაღწევი შედეგების გაცნობა.2წთ
2.გონებრივი იერიში-კითხვებზე პასუხი.5წთ
3.ჯგუფური მუშაობა: საწერი მასალები ქვეყნების მიხედვით.5წთ
4. ნამუშევრების პრეზენტაცია.10წთ
5.მინი ლექცია-მოკლე ისტორიული ექსკურსი ტაო-კლარჯეთში.10წთ
(power point-ში მომზადებული პრეზენტაცია)
6.საშინაო დავალებების პრეზენტაცია ჯგუფების მიერ.20წთ
I-ჯგუფი -ადიშის ოთხთავი;ვეფხისტყაოსნის ძირითადი
რედაქციები.
II-ჯგუფი-ჯრუჭის ოთხთავი;პარხლის მრავალთავი.
III-პარხლის ოთხთავი;მოქვის სახარება.
7.მინი ლექცია წელთაღრიცხვის სისტემების შესახებ.10წთ
8.ჯგუფური მუშაობა.
(თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალებები ქორონიკონის გამოთვლაზე).7წთ
9.ნამუშევრების პრეზენტაცია.10წთ
10.თვითშეფასება 6წთ
11.შეფასება.(განმსაზღვრელი,განმავითარებელი)
10წთ
|
9.შეფასება
|
1.თვითშეფასება.
2. პრეზენტაცია.
3.ჯგუფური მუშაობა.
4.გაკვეთილზე ჩართულობა.(განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება)
5.საშინაო დავალება
|
10.საკლასო მენეჯმენტი.საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი ,პროექტორი,დაფა,ცარცი,ფორმატის ფურცლები,თაბახის
ფურცლები,მარკერი,მაგნიტური დაფა,სკოლის სახელმძღვანელოები.მოსწავლეთა მიერ შექმნილი
და მოძიებული თვალსაჩინოებები.GOOGLE.GE.power point-ში მომზადებული პრეზენტაციები. ცხრილი და სქემა.წინასწარ
მომზადებული დავალებები ქორონიკონის გამოსათვლელად.თემატური რუკები.
|
შეფასების რუბრიკები:
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და
კრიტერიუმები
|
9–10
|
7–8
|
4–5–6
|
1–2–3
|
აქტიური
მონაწილეობა
|
ყოველთვის
მონაწილეობს და სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
ყოველთვის
მონაწილეობს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
ხშირად
მონაწილეობს და ზოგჯერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
|
იშვიათად ან
საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში.იშვიათად პასუხობს შეკითხვებს.
|
გამართული
და სწორი მეტყველება
|
გამართულად
მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად
მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის
დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის
ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
ხშირად
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს
გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი
აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს
სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და
ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს
სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს
სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს
სხვებს
და არ
აცდის საუბრის დამთავრებას
|
პრეზენტაციის შეფასების სქემა
შეფასება
|
1-2
|
3-5
|
6-7
|
8-10
|
შესავალი
|
ტრაფარეტული და უინტერესოა
|
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების
|
საინტერესოდ არის მოწოდებული
|
მოძიებული აქვს საინტერესო მასალა ,რაც პრეზენტაციას ეფექტურს ხდის
|
თემის
წარმოდგენა
|
დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
|
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირედი ხარვეზები
|
თემა ლოგიკურად არის აგებული,წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია
|
საუბარი
|
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს
|
ხშირად ჩერდება და იმეორებს ეთი და იმავეს
|
გამართული და გასაგებია
|
გამართული და გასაგებია,არ ორჭოფობს,საუბრობს დარწმუნებით
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთებული
|
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
|
ლოგიკურია კარგად არის ჩამოყალიბებული და ორიგინალურია
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს
|
კონტაქტი ფრაგმენტულია
|
გრძნობს და ამყარებს კონტაქტს
|
აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
|
თვალსაჩინოების
გამოყენება
|
არ იყენებს
|
იყენებს მცირედ
|
იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს
|
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს(მათი არსებობის პირობებში)
|
პასუხები
აუდიტორიის შეკითხვებზე
|
უჭირს პასუხის გაცემა
|
პასუხები არ არის გამართული
|
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
|
პასუხობს ყველა კითხვას
|
საშინაო დავალების შეფასების სქემა
შეფასება
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
ინფორმაციის წყაროები
|
იყენებს მხოლოდ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას
|
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს
|
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
|
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
|
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
|
მასალა არ არის სწორად დალაგებული (ორგანიზებული)
|
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
|
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
|
მასალა სრულად შეესაბამება საკითხს
|
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება
|
მასალა არის სწორად ორგანიზებული
|
მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია
|
მასალა ორგანიზებულია,მაგრამ რთულად აღსაქმელი
|
მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული
|
მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი
|
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
|
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
სქემა
შედეგები
|
სუსტი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევა
|
მოსწავლეები ხშირად აწყვეტინებენ ერთმანეთს სიტყვას,მოსწავლეები
ერთმანეთს არ უსვამენ კითხვებს
|
რამდენიმე მოსწავლე უსმენს ერთმანეთს.ზოგიერთი მოსწავლე
კითხვებს სვამს საკითხის დასაზუსტებლად
|
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი უსმენს ერთმანეთს და კითხვებს
სვამს საკითხის დასაზუსტებლად
|
ყველა მოსწავლე უსმენს ერთმანეთს კითხვებს სვამს საკითხის
დასაზუსტებლად
|
დროის ეფექტური გამოყენება
|
მოსწავლეები დროის დიდ ნაწილს კარგავენ უმიზნოდ
|
რამდენიმე მოსწავლე ცდილობს დროის გამოყენებას
|
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი ცდილობს დროის გამოყენებას
|
ყველა მოსწავლე დროს იყენებს ეფექტიანად
|
გადაწყვეტილებების მიღება
|
ერთი მოსწავლე მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების
პროცესში
|
რამდენიმე მოსწავლე იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების
მიღების პროცესში
|
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების
მიღების პროცესში
|
ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების
მიღების პროცესში
|
სხვისი იდეების მოსმენა და გამოყენება
|
მოსწავლეების უმეტესობა იგნორირებას უკეთებს სხვების
იდეებს
|
რამდენიმე მოსწავლე ინტერესდება სხვისი იდეებით
|
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი უსმენს და აანალიზებს
სხვის იდეებს
|
მოსწავლეები იყენებენ ერთმანეთის იდეებს მიზნის მისაღწევად
|
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფილებელი
0-1
|
დამაკმაყოფილებელი
2-3
|
კარგი
4-5
|
მონაწილეობა
|
არ ვმონაწილეობდი აქტივობებში
ან ვმონაწილეობდი იშვიათად
|
იშვიათად ვმონაწილეობდი და შემქონდა წვლილი ზოგიერთ აქტივობებში.
|
აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში და შემქონდა მნიშვნელოვანი
წვლილი.ნაკლებად ვუშვებდი უზუსტობებს.
|
თანამშრომლობა
|
არ ვთანამშრომლობდი
ან იშვიათად ვთანამშრომლობდი ჯგუფში მუშაობის დროს
|
იშვიათად ვთანამშრომლობდი ჯგუფურ მუშაობაში და არამყარი არგუმენტები
მქონდა
|
ყოველთვის ვთანამშრომლობდი ჯგუფური მუშაობის დროს და ვაქტიურობდი.არ
დამიშვია შეცდომები.
|
„საქართველოს ისტორიის“კონკურსისთვის მოსამზადებლად
მოსწავლეთა ჯგუფთან ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა.
(საშუალო საფეხური)
მიზანი და ამოცანები:
1. კონკურსისთვის ეფექტურად მომზადება.
2. ბავშვებისთვის განწყობის შექმნა და მოტივაციის ამაღლება.
3. კონკურსის პირობების გაცნობა,განხილვა.
4. საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება კონკურსისთვის მზადების
პროცესში.
5. პროგრამის შედგენა გუნდთან ერთად და
პრაქტიკულად განხორციელება.
6. სამეცადინო დღეების დაგეგმვა და დროის განსაზღვრა.
მუშაობის პროცესში მიზნის მისაღწევად გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს:ჯგუფურ
მუშაობას,ინდივიდუალურ მუშაობას,წყვილებში მუშაობას ,ლექციას,დისკუსიას,დამოუკიდებელ
მუშაობას.
სამოქმედო პროგრამა
თემა
|
დრო
|
ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა,უახლოესი მემკვიდრეები.
|
2სთ
|
საქართველო-რომის ურთიერთობები ანტიკურ ხანაში
ა)პომპეუსისვ ლაშქრობის მიზეზები ქართლსა და კოლხეთში
ბ)ფარსმან II,ფარსმან III
|
2სთ
|
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
ა)საქართველო -ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა,მოციქულები
და საქართველო,წმ.გიორგის კულტი.
ბ)ნისიბინის ზავი და მისი მნიშვნელობა.
გ)ქართული და უცხოური წყაროები გაქრისტიანების შესახებ.
|
3სთ
|
ეგრისის (ლაზიკის )სამეფო IV-VI საუკუნეებში.
ა)ლაზიკის სამეფოს წარმოშობა,გუბაზ პირველი
ბ)დიდი ომიანობა ,გუბაზ მეორე
|
2სთ
|
ანტიკური ხანის კულტურა და საზოგადოება.
ა)დამწერლობა:ბერძნულ-არამეული,ქართული წარწერები
ბ)ანტიკური ხანის ქალაქები
გ)სოციალური წყობა
|
3სთ
|
ქართლი და ეგრისი ერისმთავრობიდან არაბობამდე:
ა) ერისმთავრობის წარმოშობა (ქართლის პირველი ერისმთავრები
ბივრიტიანთა(ბაგრატიონთა) საგვარეულოდან)
ბ) საეკლესიო განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის
გ) ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები
|
3სთ
|
არაბობა საქართველოში:
ა) არაბების პირველი გამოჩენა, ‖დაცვის სიგელი‖ ქართლში, არაბები დასავლეთ საქართველოში
ბ) სტეფანოზ III, არჩილი და მირი
გ) მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში, ამირას ხელისუფლება
თბილისში
|
3სთ
|
ქართული სამეფო-სამთავროები:
საქართველოს გაერთიანების რელიგიური, ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული
საფუძვლები (აფხაზეთის სამეფო, კახეთის
საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, ქართველთა სამეფო(როგორც ქართლის სამეფოს
აღდგენა), ქართველთა
საკურაპალატო (ქართველი ბაგრატიონების მოსვლა ქვეყნის სათავეში), თბილისის საამირო
|
3სთ
|
ადრეფეოდალური ხანის ქართული კულტურა:
ა) სამონასტრო ცხოვრება, ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, არქიტექტურა;
ბ) ახალი ქალაქების ხანა
გ) ფეოდალური ურთიერთობის ნორმები )
|
3სთ
|
საქართველო XI საუკუნეში:
ა) ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის: დავით კურაპალატი, იოანე მარუშისძე,
ბაგრატ III კურაპალატი - საქართველოს
გაერთიანების დასაწყისი
ბ) საქართველო-ბიზანტიისა (გრიგოლ ბაკურიანის ძე, მარიამ-მართა, გიორგი
მთაწმინდელი) ურთიერთობა XI საუკუნეში
გ) საქართველო-სელჩუკების ურთიერთობა XI საუკუნეში
|
3სთ
|
დავით აღმაშენებელი:
ა) დავით აღმაშენებლის რეფორმები
ბ) დავით აღმაშენებლის ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ (საქართველოს
გაერთიანების დასასრული)
გ) დავითის მემკვიდრეები
|
3სთ
|
თამარი და მისი ხანა:
ა) შიდა პოლიტიკური პროცესები
ბ) საგარეო პოლიტიკა
გ) ლაშა-გიორგი
|
3სთ
|
ქართული კულტურა და საზოგადოება XI-XIII საუკუნეებში:
ა) მმართველობა, მეფის კურთხევის წესი
ბ) ქალაქები
გ) განათლების კერები ქვეყნის შიგნით და გარეთ (საისტორიო, საერო და სასულიერო
მწერლობა)
დ) სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, სოციალური ჯგუფების უფლებრივი
მდგომარეობა, ეკონომიკა, ქართული ჯარის
ორგანიზაცია, აღჭურვილობა, დროშები, საბრძოლო წყობა)
|
3სთ
|
მონღოლები საქართველოში:
ა) რუსუდანის მეფობიდან ორმეფობამდე
ბ) მონღოლების მიერ საქართველოს აღწერა და ქვეყნის ერთიანობის დაშლა
გ) დემეტრე II, ქართველები მონღოლურ ლაშქრობებში
დ) ბრძოლა მონღოლების ბატონობის წინააღმდეგ
|
3სთ
|
გიორგი ბრწყინვალე და საქართველოს ერთიანობის აღდგენა:
ა) საშინაო პოლიტიკა
ბ) ურთიერთობა მონღოლებთან
გ) ურთიერთობა ეგვიპტის სასულთნოსთან, ურთიერთობა
რომის პაპთან, ქართველები წმინდა მიწაზე
|
3სთ
|
საქართველო და თემურ ლენგი:
ა) ბაგრატ V, გიორგი VII
ბ) თემურ-ლენგის ლაშქრობები (მათი მიზეზები და შედეგები), თემურ-ლენგის
ისტორიკოსების ცნობები საქართველოში მის
ლაშქრობებზე
|
2სთ
|
საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად:
ა) ალექსანდრე I, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება
ბ) გიორგი VIII - დაშლის საგარეო და საშინაო მიზეზები, ქართველები ანტიოსმალურ
კოალიციაში, 1490 წლის დარბაზი
გ) სათავადოების სისტემის ჩამოყალიბება, ქართული კულტურა
და საზოგადოებრივი ცხოვრება XIV-XVსს.
|
3სთ
|
ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნის პირველ ნახევარში:
ლუარსაბ I, ბაგრატ III, ამასიის ზავი და მისი გამოძახილი
საქართველოსთვის
|
2
სთ
|
ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნის მეორე ნახევარში:
ა) სიმონ I-ის ბრძოლა ყიზილბაშებისა და ოსმალების წინააღმდეგ, იმერეთის
სამეფოს შემოერთების მცდელობა; ბ) სამცხე XVI
საუკუნეში, ,,გურჯისტანის ვილაიეთის‘‘ დიდი დავთარი;
გ)კახეთის ურთიერთობა რუსეთთან
|
3სთ
|
საქართველო XVII საუკუნეში 30-70-იან წწ.-ში:
ა) ქართველი ხალხის ბრძოლა შაჰ-აბასის წინააღმდეგ
ბ)დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში
გ) აღმოსავლეთ საქართველო მაჰმადიანი მმართველების ხანაში (როსტომ ხანი,
შაჰნავაზი, ბახტრიონის აჯანყება, ერეკლე I,
გიორგი XI)
|
3სთ
|
ვახტანგ VI:
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ელჩობა ევროპაში,
ვახტანგ VI და პეტრე I
|
2სთ
|
სამართალი და ეტიკეტი შუა საუკუნეების საქართველოში:
ძეგლისდება, ხელმწიფის კარის გარიგება, ბექა-აღბუღას
სამართალი, ვახტანგ VI -ის; სამართალი, დასტურლამალი
|
2სთ
|
ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII საუკუნის
პირველ ნახევარში - ,,ოსმალობა‘‘ და
,,ყიზილბაშობა‘‘
|
2სთ
|
ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში პირველობისთვის:
ქართლისა და კახეთის ქრისტიანი მეფეები - თეიმურაზი
და ერეკლე
|
2სთ
|
ერეკლე II - ქართლ-კახეთის მეფე:
ერეკლეს II-ის რეფორმები, ერეკლე II და რუსეთ-თურქეთის ომი, ევროპელთა ცნობები
საქართველოს შესახებ, ცნობები ერეკლე II-ის
შესახებ ევროპულ ლიტერატურაში, გეორგიევსკის ტრაქტატი
|
3სთ
|
სოლომონ I
|
1სთ
|
გეორგიევსკის ტრაქტატიდან ანექსიამდე:
ა)გეორგიევსკის ტრაქტატი
ბ) სოლომონ I-ის სიკვდილი და საქართველოს გაერთიანების უშედეგო მცდელობა
1784 წ.
გ) აღა-მაჰმად ხანის შემოსევა, გიორგი XII-ის ნოტა (მეორე ტრაქტატი)
დ) ,,ივერიელ მეფეთა და მთავართა ტრაქტატი‘‘, სოლომონ II
ე) 1801 წლის მანიფესტი
|
4სთ
|
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა 1802-1832 წწ-ში:
რუსული მმართველობის დამყარება, იმერეთის დაპყრობა, აჯანყებები რუსეთის
წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ მესამედში,
ავტოკეფალიის გაუქმება, აჯანყებები, 1832 წ. შეთქმულება;
|
4სთ
|
ცვლილებები რუსეთის იმპერიის კოლონიალური მმართველობის სისტემაში: მიხეილ
ვორონცოვი,
მთავარმართებლობიდან-მეფისნაცვლობისკენ
|
2სთ
|
თერგდალეულები
|
2სთ
|
ბატონ-ყმობის გაუქმება, XIX ს. 60-70-იანი წლების
რეფორმები
|
2სთ
|
სამთავროების გაუქმება
|
1სთ
|
რევოლუციური მოძრაობა რუსეთში და საქართველო:
ა)პოლიტიკური პარტიები, რევოლუციები რუსეთში და საქართველო
ბ)პირველი მსოფლიო ომი და ეროვნული საკითხი
გ) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
|
2სთ
|
ქართული კულტურა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში
|
2სთ
|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:
ა) საშინაო პოლიტიკა და პირველი კონსტიტუცია
ბ) ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ
გ) საგარეო პოლიტიკა, საქართველო და ერთა ლიგა, ურთიერთობა
რუსეთთან
|
3სთ
|
ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ
1921-24 წლებში. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში
|
2სთ
|
მეორე მსოფლიო ომი და საქართველო
|
1სთ
|
საქართველო სსრკ-ში XX საუკუნის მეორე ნახევარში:
1956 წ. 9 მარტი, 1978 წლის გამოსვლები საქართველოში
|
2სთ
|
ეროვნული მოძრაობის აღმავლობა
|
1სთ
|
საბჭოთა კავშირის დაშლა
|
1სთ
|
დამოუკიდებელი საქართველო:
დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1991-92 წლის სახელმწიფო გადატრიალება, ბრძოლა
სეპარატიზმის წინააღმდეგ, ვარდების
რევოლუცია
|
2სთ
|
XX საუკუნის ქართული კულტურა
|
1სთ
|
საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში
|
1სთ
|
თიანეთის ისტორია
|
2სთ
|
ქრისტიანობის გავრცელება ერწო-თიანეთში
|
1სთ
|
თიანეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები
|
3სთ
|
.
No comments:
Post a Comment