შეფასების ჯგუფი

სასწავლო რესურსი


როგორც ცნობილია, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემის“ მიხედვით, დამატებითი აქტივობების ჩამონათვალში შედის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნაც, რაც სავალდებულო აქტივობაა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისათვის სტატუსის შესანარჩუნებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილისა და შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ასეთ რესურსს შექმნის, ის „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩება. რადგანაც რესურსი ან პროფესიული ლიტერატურა არ არის / არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების, მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული აქტივობისათვის კრედიტი მომდევნო საფეხურზე მიიღოს.
რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ, შესავალი, თავი II, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც.

რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში?
1.      ელექტრონული რესურსები:
1)      კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები;
2)      საგანმანათლებლო ვებ-გვერდი;
3)      სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია)
2.      თვალსაჩინოება:
1)      პლაკატი (ტაბულა, სქემა, ცხრილი);
2)      რუკა/ატლასი;
3)      მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის (მაგ., მოძრავი ანბანი, ლოტო, სხვ.);
4)      მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი და სხვ.);
5)      დანადგარი / ხელსაწყო/მაკეტი/დეკორაცია;
6)      ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით.

რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
·        რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის  უკეთ გაგებასა და გააზრებაში;
·        უპასუხებს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას;
·        სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო;
·        იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;
·        იზრდება  მოსწავლეთა ჩართულობა;
·        მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.

აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. მასწავლებლები ხშირად მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად რესურსების ნაკლებობას ასახელებენ, თუმცა, საბედნიეროდ, სისტემაში არიან ისეთებიც, რომლებიც საიდანღაც რესურსების მუდმივი მოლოდინის ნაცვლად თავად ქმნიან საინტერესო რესურსებს. მცირედი შემოქმედებითობა და შეიძლება გადასაყრელად გამზადებული ნივთები თუ ძველი ჟურნალ-გაზეთები მასწავლებლის ხელში მოსწავლეებისათვის მამოტივირებელ, ინტერესის აღძვრისა და საკითხში ჩაღრმავების წყაროდ იქცეს.  თავად მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსის შექმნას ან უკვე შექმნილის მოდიფიცირებას ერთი არსებითი უპირატესობა აქვს: მას შეუძლია ამ რესურსის მორგება კონკრეტული კლასის, ასაკის, ჯგუფის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებთან. თუ მასწავლებელი კარგად იცნობს საკუთარ მოსწავლეებს, იცის მათი ინტერესები, ინდივიდუალური თავისებურებები, ადვილად მოახერხებს  დააკმაყოფილოს მათი სასწავლო საჭიროებები, გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს უკეთესი შედეგები.
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი იყოს ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც,  აუცილებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:
1. რესურსის მართებულად გამოყენება ნიშნავს იმას, თუ  რამდენად შეესაბამება ის გაკვეთილის მიზანს. რესურსის შექმნისას მასწავლებელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მის მიერ შემნილ რესურსს, დაეხმარება თუ არა ის დასახული შედეგების მიღწევაში.
2. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების ცხოვრებისეულ თუ სასწავლო გამოცდილებას. მან იმდენად უნდა დააინტერესოს მოსწავლე, რომ მას იმავე თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდეს.
3. რესურსმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და გაუძლიეროს მათ თანამშრომლობის სურვილი. რესურსი, რომელიც მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამ კეთებით რაღაცის აღმოჩენას (მით უმეტეს, თუ ეს „რაღაც“ საერთო ძალისხმევის შედეგია), ამ შემთხვევაში შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა „პროდუქტმა“ გაამართლა.
4. მნიშვნელოვანია, რომ რესურსი არ იყოს ორიენტირებული მოსწავლეების  რომელიმე ერთი უნარის განვითარებაზე, არამედ იძლეოდეს უნარების კომპლექსურად განვითარების საშუალებას. მაგალითად, სასწავლო ფილმის შექმნისას მასწავლებელს შეუძლია ჩართოს მოსწავლეები სცენარის წერაში (წერის უნარი), ფილმის გახმოვანებაში (ზეპირმეტყველების უნარი), მიიღოს მათგან რჩევები ხედებისა და რაკურსების შესარჩევად (სივრცითი ინტელექტი), დააფიქროს განათების წყაროებზე (ფიზიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი) და ა.შ.
5. რესურსი უნდა მისდევდეს გარკვეულ სქემას და იყოს თანამიმდევრული. ორგანიზებულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსის შედგენისას. როცა მასწავლებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული რესურსის მიზნები, შეძლებს თანამიმდევრულად დაალაგოს მასალა, რომელიც მოსწავლეებს მისცემს საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების  საშუალებას.
6. რესურსმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხს, გააანალიზონ, შეხედონ სხვადასხვა კუთხიდან, დაადგინონ კანონზომიერებები.
7. რესურსს უნდა ერთვოდეს მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქცია, მიწოდებული იმ ენით, რომელიც შეესაბამება სამიზნე მოსწავლეთა ცოდნის დონეს.
8. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებს, გამოიყენონ სწავლის სხვადასხვა სტრატეგია, რათა შემდეგ თავად შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, საკუთარ თავისებურებებზე მორგებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება.
9. რესურსი უნდა ემყარებოდეს სანდო წყაროებს. მოსწავლეებმა უნდა აღიქვან, მოისმინონ და წაიკითხონ ის მასალა, რომლის მეშვეობითაც გაიღრმავებენ ცოდნას, ამიტომ აუცილებელია, რესურსის შექმნისას მასწავლებელმა იხელმძღვანელოს ავთენტური წყაროებით - ენციკლოპედიით, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომებით, სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, რომლებიც მოსწავლის ცოდნის დონის შესაბამისად იქნება ადაპტირებული და დამუშავებული.
10. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეს მიღებული ცოდნა გამოიყენოს საკლასო ოთახის გარეთაც, დაუკავშიროს ის რეალობას, პრაქტიკას.
11. რესურსის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად ფართოა მისი გამოყენების არეალი. შეიძლება თუ არა ერთი და იგივე რესურსი გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობისათვის, სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
12. დაბოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად უსაფრთხოა რესურსი. უნდა მოვერიდოთ მსხვრევადი, ტოქსიკური ნივთიერების შემცველი მასალის, ბასრი საგნების / დეტალების გამოყენებას და ა.შ. ერთი შეხედვით უსაფრთხო რესურსი შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვის, ამიტომ რესურსის შეთავაზებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი რისკი და წინასწარ მიიღოს ზომები მისი თავიდან აცილებისათვის.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ამა თუ იმ რესურსის გამოყენება, აუცილებელია დავადგინოთ  სხვადასხვა სახის რესურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის დადგენა მასწავლებელს აძლევს საშუალებას, წინასწარ განჭვრიტოს, რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ უარყოფითი მხარეები მაქსიმალურად შეამციროს. მაგალითად, თუ რუკა/სქემა/პლაკატი დიდი ფორმატისაა და მისი გამოყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას არის მოსახერხებელი, მასწავლებელს შეუძლია შედარებით მცირე ფორმატის რამდენიმე ასეთი თვალსაჩინოება შექმნას მცირე ჯგუფებში სამუშაოდ.
გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც  ჩამოყალიბებულია სხვადასხვა რესურსის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები:
რესურსის ტიპი
პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რუკები
დადებითი მხარეები
1.      ხშირად გამოიყენება სპეციფიკური საილუსტრაციო მიზნებისათვის. დამახსოვრების ხარისხი იზრდება, რადგან ინფორმაცია შედის ორი გზით: აუდიალური და ვიზუალური.
2.      გამოიყენება ყველა სასწავლო საგანსა და მეთოდით მუშაობის დროს.
3.      სასწავლო გარემოს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის (თუ დიდხანს არ კიდია კედელზე).
4.      ადვილი შესანახია.
5.   დიდია საკითხის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის აღძვრის ალბათობა.

უარყოფითი მხარეები
1.      მალე ცვდება.
2.      ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოსწავლის თვალი ეჩვევა და მოსაბეზრებელი ხდება.
3.      დიდი ფორმატის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას.
4.       მხედველობის პრობლემის მქონე ან მოშორებით მსხდომი მოსწავლეებისათვის ძნელად აღსაქმელია.
რესურსის ტიპი
მოდელები, მაკეტები
დადებითი მხარეები
1.      იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას.
2.      იძლევა რეალობის შთამბეჭდავი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას.
უარყოფითი მხარეები
1.      რთულია და შეიძლება ძვირიც მისი დამზადება.
2.      სიდიდიდან და მასალიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძნელი შესანახი.
3.      შეიძლება შეიცავდეს  საფრთხის შემცველ დეტალებს. 
რესურსის ტიპი
ტექნიკური აღჭურვილობა, აპარატურა

დადებითი მხარეები

1.      მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ ჰიპოთეზები, დააკვირდნენ, როგორ მუშაობს აპარატურა პრაქტიკაში.
2.      მოსახერხებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის დროს.
3.   შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება.

უარყოფითი მხარეები

1.      დასამზადებლად რთულია და შეიძლება დაჯდეს ძვირი.
2.      რთულია მისი ხშირად გამოყენება, თუ მოითხოვს დიდ ფართსა და დროს.
3.      რთულია შესანახად, რადგან საჭიროებს სპეციალურ სათავსოს.
რესურსის ტიპი

მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი და სხვ.)

დადებითი მხარეები
1.      იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას.
2.      აღძრავს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს.
3.      უბიძგებს მოსწავლეებს ჰიპოთეზების გამოთქმისკენ და ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში.
4.      გამოიყენება არერთჯერადად.
5.      შეიძლება სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და სხვადასხვა საგანში გამოყენება.

უარყოფითი მხარეები
1.      შეგროვება მოითხოვს ხანგრძლივ დროს
2.      ძნელი შესანახია.
3.      საჭიროებს ზუსტ აღრიცხვასა და კატალოგიზაციას.
რესურსის ტიპი
აუდიო საშუალებები


დადებითი მხარეები
1.      იძლევა ჩაწერილი მასალების მოსმენის საშუალებას (მაგალითად, ინტერვიუების, მუსიკალური ჩანაწერების და სხვ.).
2.      იძლევა რეალური პიროვნებების გამოცდილების გაცნობისა და მათგან ინფორმაციის მოსმენის საშუალებას.
3.      მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს სპეციფიკური ამბების ჩანაწერი, როგორც საილუსტრაციო მაგალითი.
4.      განსაკუთრებით ეფექტიანია ენის სწავლების დროს.
უარყოფითი მხარეები
1.      მომზადება, ჩაწერა და რედაქტირება მოითხოვს დროს.
2.      უნდა იყოს საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მისი გამოყენება შეძლონ მცირე ჯგუფებმა.
3.      მოითხოვს ზუსტ კატალოგიზაციას.
რესურსის ტიპი

ელექტრონული: კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები

დადებითი მხარეები
1.   მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით.
2.   მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის მიმართ.
3.   სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი (ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური).
4.    აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.


უარყოფითი მხარეები
1.   საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2.   საჭიროებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას და  დენის მუდმივ წყაროს.

რესურსის ტიპი

ელექტრონული - საგანამანათლებლო ვებგვერდი

დადებითი მხარეები
1.   იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციის, ტექსტების, სურათების, ვიდეო და აუდიომასალის გამოქვეყნების, დამატებისა და რედაქტირების  საშუალებას.
2.   იძლევა იმის კონტროლის საშუალებას, თუ ვის მიუწვდება განთავსებულ ინფორმაციაზე ხელი.
3.   შესაძლებელია ინფორმაციის გაზიარება როგორც მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსწავლისათვის, ისე ფართო აუდიტორიისათვის.

უარყოფითი მხარეები
1.      საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2.      საჭიროებს დიდ დროს.
3.      არის არასანდო ინფორმაციის მოხვედრის საფრთხე.
სასწავლო რესურსი

ელექტრონული - მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია).

დადებითი მხარეები
1.   მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით.
2.   მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის მიმართ.
3.   სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხი მაღალია.
4.   აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.


უარყოფითი მხარეები
1.      ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2.      მოითხოვს დიდ დროს და მუდმივ განახლებას.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი?
იმისათვის, რომ შეფასდეს წარმოდგენილი სასწავლო რესურსი, აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
·        ყველა ტიპის სასწავლო რესურსს უნდა ახლდეს რეფლექსია, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რა მიზნით შექმნა მასწავლებელმა რესურსი, როგორ გამოიყენა ის სასწავლო პროცესში, ასევე რა შედეგს მიაღწია მოსწავლეებთან ამ რესურსის გამოყენებით.
·        საგანამანათლებლო ვებ-გვერდი უნდა იყოს საავტორო. მასზე განთავსებული უნდა იყოს ავტორის მიერ შექმნილი მასალა, არა მხოლოდ ის რესურსები, რომლებიც მასწავლებელს აქვს ან ჰქონდა  წარდგენილი კრედიტქულების  მოსაპოვებლად. სხვის მიერ შექმნილ რესურსებზე მითითებული უნდა იყოს წყარო/ავტორი.
·        ყველა ტიპის თვალსაჩინოება უნდა იყოს ორიგინალური და უნიკალური, რომელიც არ არის ერთჯერადი გამოყენების და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში. რესურსს უნდა ახლდეს შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას სხვა მასწავლებლების მიერ.
·        იმ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შესაძლოა შეიცავდეს ფიზიკურ საფრთხეს, უნდა ახლდეს უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქცია.

რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსის შექმნის დასადასტურებლად?
ცხრილში წარმოდგენილია სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სასწავლო რესურსი
დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ბეჭდური/ხელნაწერი რესურსები
- ბეჭდური რესურსის ელექტრონული ვერსია Word-ის, PDF, Power Point-ის, ან Excel-ის ფორმატში;
- ხელნაწერი რესურსის დასკანერებული ასლი
ელექტრონული რესურსები
- ვებგვერდის მისამართი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული რესურსი / ბმული
თვალსაჩინოება
- თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა;
- სასწავლო პროცესში მისი დანიშნულების დასაბუთება.


სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
1
2
3
4
1.
რესურსის შესაბამისობა საგანმანათლებლო მიზნებთან, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას
სასწავლო რესურსი არ შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
რესურსის კავშირი  საგანმანათლებლო მიზანთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ბუნდოვანია.
რესურსი შეესაბამება საგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნუ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებს; სასწავლო მიზნები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.

2.
სასწავლო რესურსის შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი რესურსი.

გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
სრულად შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს.
3.
სასწავლო რესურსის შინაარსობრივი გამართულობა
რესურსი შინაარსობრივად გაუმართავია. მისი გამოყენება შეუძლებელია სამიზნე ჯგუფის მიერ. რესურსი უსისტემოა / ქაოტურია.
რესურსს აკლია შინაარსობრივი გამართულობა, ნაკლებად ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის  ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ არ არის კარგად ორგანიზებული, აკლია ლოგიკურობა და თანამიმდევრულობა.

რესურსი შინაარსობრივად გამართულია, თუმცა სრულად არ  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. რესურსი კარგადაა ორგანიზებული, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან 
ან
რესურსი შინაარსობრივად გამართულია,  ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან, თუმცა არ არის სათანადოდ ორგანიზებული.

რესურსი შინაარსობრივად გამართული და მრავალმხრივია;  სასარგებლოა და ღირებული სამიზნე ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, უადვილებს მომხმარებელს სასურველი შედეგის მიღწევას. რესურსი კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური და თანამიმდევრულია.
4.
სასწავლო რესურსის ინოვაციურობა / ორიგინალურობა
რესურსი არ არის ორიგინალური, არ არის აქტუალური.
რესურსი ნაკლებად  ორიგინალურია / სხვა, უკვე არსებული რესურსების მსგავსია.
რესურსი ნაწილობრივ ორიგინალურია / შეიცავს ორიგინალურ ელემენტებს.
რესურსი არის ახალი, უნიკალური და საინტერესო. მასში ჩანს პიროვნული მიდგომა, ინდივიდუალური სტილი.
5.
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი
რესურსი არ არის ინტერაქტიური.  მისი პრაქტიკული  გამოყენების არეალი ვიწროა. 
რესურსი ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; არ უწყობს ხელს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას. მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი გადამუშავების შედეგად.
რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში;   მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. რესურსი იძლევა ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
რესურსი ინტერაქტიურია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას  / რესურსი სრულად ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 

წარმოდგენილი რესურსი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 51%-ს და მეტს, ანუ 20 ქულიდან მინიმუმ 11-ს.

რესურსი არ შეფასდება, თუ ავტორი:
1.      არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურ დებულებებს);
2.      არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი);
3.      წარმოადგენს იმ აქტივობებს, რომლებიც შეფასდა 2011-2014 წლების ”მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის” ფარგლებში;
4.      წარმოადგენს ”მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს წარმოადგენს ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.

 

 

 

 

 

 

 

 

რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურა

რა ითვლება რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურად სქემის ფარგლებში?

პროფესიული ლიტერატურა მოიცავს შემდეგი ტიპის ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოქვეყნებულ მასალას:
1.      სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია ზოგად პედაგოგიკაში ან საგნის სწავლების მეთოდიკაში;
2.      დამხმარე მეთოდური ლიტერატურა:
ა) სამეცნიერო ნაშრომი ზოგად პედაგოგიკაში ან საგნის სწავლების მეთოდიკაში;
ბ) მეთოდური სახელმძღვანელო;
გ) მოსწავლის სახელმძღვანელო,
დ) სასკოლო[1] ანთოლოგია;
ე) ტესტების/სავარჯიშოების/ამოცანების კრებული;
ვ) სასკოლო ლექსიკონი.

                                                                                                                                                                                                                                           

3.      გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო

 

რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა რეცენზირებული პროფესიული ლიტრატურის შექმნის დასადასტურებლად?


პროფესიული ლიტერატურა გულისხმობს შემდეგი ტიპის ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოქვეყნებულ მასალას:
4.      სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია;
5.      გრიფმინიჭებულისასკოლო სახელმძღვანელო;
6.      დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურა.

ცხრილში წარმოდგენილია რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურა
დამადასტურებელი დოკუმენტაცია
სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია
- სტატიის დასკანერებული გვერდები, რომლებიც ადასტურებს ავტორობას და აჩვენებს გამოყენებულ ლიტერატურას.
- თუ ელექტრონულად არის გამოქვეყნებული, ელექტრონული ჟურნალის ელ. მისამართის ან ორგანიზაციის ვებგვერდის მისამართის მითითება.
გრიფმინიჭებულისასკოლო სახელმძღვანელო
- სახელმძღვანელოს დასკანერებული გვერდები,  რომლებიც ადასტურებს მის ავტორობას და გრიფის მინიჭებას;
დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურა
ბეჭდური:
- გამოცემის თავფურცლისა და შიდა გვერდის დასკანერებული ასლები, სადაც მითითებულია გამოცემის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის წელი, ავტორი/ავტორები, სარედაქციო ჯგუფი, ISBN; რეცენზიები.
ელექტრონული:
- ელექტრონული გამოცემის  და/ან ორგანიზაციის ვებგვერდის მისამართი.

 





                                                                                                                                                                                                                                                                                                  

როგორ შევქმნათ სასწავლო-მეთოდური სტატია?


მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მი                                                                                   გნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც  აუდიტორიას ვთავაზობთ უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად  უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?
ზოგადად, სტატიის შექმნისას გასათვალისწინებელია რამდენიმე რეკომენდაცია.
1.      სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას.
2.      მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
·        „პრობლემა + გადაჭრის გზა“ - გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა; რას ნიშნავს კარგი რეფლექსია - დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის და ა.შ.).  მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემის გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ეყრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა - ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს.  
·        მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული... (მაგ., შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, პრობლემის გადაჭრაზე და ა.შ.)“ - ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის, ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.
·        მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან - ვუპასუხებთ“. ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ...“ და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს/კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.
·        შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები“, პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა...“
გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა  (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით  დააინტერესებს მათ.
3.      შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
·        სათაურმა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.
·        შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასთანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.
·        სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
·        სათაური ძირითადად უნდა შედგებოდეს ნაცნობი სიტყვებისაგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც“.
·        არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია ან ცდილობს მანიპულირებას.
·        სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ...“,  „როცა...“, „მოკლედ ... შესახებ“, „თუ...“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.
4.      შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ თქვენ მიერ წინასწარ შექმნილი გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ“ სტატიის კონცეფცია.  გეგმა ყველასათვის ნაცნობი სამი კომპონენტისაგან შედგება - შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა:
·         შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ აქვე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.
·        ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალო უნდა განიხილავდეს თემას. ის არაეფექტურია, თუ ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას/საკითხს. გახსოვდეთ, თქვენს ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა“. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და უშუალოს.
·        დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - სასარგებლო. დაუშვებელია დასკვნის ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.
2.      ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. გახსოვდეთ, არსებობს სტატიის პლაგიატზე შემოწმების საშუალებები.
3.      დაბოლოს - ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს“ მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:
§  ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა;
§  დანომვრა ან ე.წ. „ბულეტების“ გამოყენება;
§  საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (მაგ., ე.წ. „ბოლდით“);
§  სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.
თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი.
მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა და მოსწავლეების სწავლის პროცესი. 
ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.
ბეჭდური რესურსებიდან ჩვენ გზამკვლევში არ შევეხებით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების კრიტერიუმებს, რადგან სახელმძღვანელოების ავტორთათვის ის კარგად არის ცნობილი.



რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შეფასების კრიტერიუმები:

1.      პროფესიული ლიტერატურა უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მიზნებს:
) მასწავლებლის პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის, ან საგნობრივი შინაარსისა და ამავდროულად მისი სწავლების მეთოდიკის გაცნობის გზით (მასწავლებლის სახელმძღვანელო, სამეცნიერო- პედაგოგიური ლიტერატურა, სტატია);
ბ) მასწავლებლის დახმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში (სასკოლო სახელმძღვანელო და მასწავლებლის წიგნი);
გ)  სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება სკოლის მართვის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობის გზით;
დ) მოსწავლეთათვის სასწავლო მასალის შეთავაზება, რომელიც დაეხმარება მათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაში (გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სამუშაო რვეული...).
2.      პროფესიული ლიტერატურა გამოცემულია სასწავლო-სამეცნიერო პროფილის მქონე რეგიონული, ეროვნული ან საერთაშორისო ბეჭდური ან ელექტრონული გამომცემლობის მიერ;
3.      ბეჭდური სახით გამოცემულ პროფესიულ პუბლიკაციაზე (წიგნი. მოსწავლის/მასწავლებლის სახელმძღვანელო) უნდა იყოს რეცენზირებული. მას უნდა ჰყავდეს ორი რეცენზენტი: 1. მოქმედი მასწავლებელი; 2. შესაბამისი დარგის და/ან განათლების მეცნიერების აკადემიური სფეროს წარმომადგენელი;
4.      ელექტრონული მასალა გამოქვეყნებულია სახელმწიფო / საერთაშორისო / არასამთავრობო ორგანიზაციის / პროფესიული გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5.      გამოქვეყნებულ მასალაში განხილული თემები ეხმიანება / შეესაბამება სასწავლო თემატიკას;
6.      გამოქვეყნებულ მასალაში განხილული საკითხები შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
7.      გამოქვეყნებულ მასალაში განხილული პრობლემები/საკითხები აქტუალურია თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემისთვის;
8.      გამოქვეყნებულ მასალაში მოცემული ინფორმაცია სანდოა, ავტორის მოსაზრებები/შეხედულებები გამყარებულია ფაქტებით, მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა.



პროფესიული ლიტერატურა არ შეფასდება, თუ ავტორი:
·        არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურ დებულებებს)
·        არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი)
·        წარმოადგენს იმ ნაშრომებს, რომლებიც უკვე შეფასდა 2011-2014 წლების ”მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის” ფარგლებში.
·        წარმოადგენს ”მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს წარმოადგენს ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.

წარმოდგენილი პროფესიული ლიტერატურა დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუკი იგი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს, ხოლო პირველი კრიტერიუმიდან ერთ პუნქტს მაინც.








[1] სიტყვა ”სასკოლო” შემდეგი შინაარსს მოიცავს: სასწავლო პროცესის ხელშემწყობი რესურსი, რომელიც განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებელებისთვის

 

საკითხავი მასალა 1.

სამოდელო გაკვეთილი

რა არის სამოდელო გაკვეთილი?
სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და  პროფესიული დიალოგი. 
მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირველესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი მასწავლებლებისთვის სავალდებულო აქტივობად სამოდელო გაკვეთილების ჩატარება.
წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 5 წლის განმავლობაში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, ხოლო კარიერული წინსვლისთვის სტატუსით განსაზღვრულ ვადაში 10 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მოუწევს. ამ აქტივობით გამოცდილი მასწავლებელი ნაკლებად გამოცდილს უზიარებს საკუთარ წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სკოლებში ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას.
თავდაპირველად შევთანხმდეთ, თუ რა ტიპის გაკვეთილები შეიძლება ჩაითვალოს სამოდელოდ. ესენია:
1.      ინტეგრირებული გაკვეთილი;
2.      პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
3.      გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ;
4.      ინოვაციური გაკვეთილი.
მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გაკვეთილის ტიპი, შეუსაბამოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწინოს კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება მისი გაკვეთილი.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო სახეს მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის ერთგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ, რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრებას გაკვეთილის თემის, მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ სამოდელო გაკვეთილს ესწრებიან არა მხოლოდ შეფასების ჯგუფის წევრები, არამედ მოწვეული კოლეგებიც, რაც გარემოს შესაბამისად ორგანიზებას საჭიროებს.
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.
სამოდელო გაკვეთილის ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე, შეფასების ჯგუფი მასწავლებლებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს, თუ ვინ დაესწრება სამოდელო გაკვეთილს და მათგან ვინ მიიღებს მონაწილეობას მის შეფასებაში.


1.  ინტეგრირებული გაკვეთილი

როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი?

ინტეგრირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ ჯერ კიდევ პირველი რედაქციის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროიდან, ამასთანავე, 2011-2016 წლის „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის“ მიხედვითაც მასწავლებელს ამ აქტივობის წარმატებით განხორციელებისათვის ენიჭებოდა კრედიტი.
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს.
ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში გამოყენებაზე. 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, რომელიც ადამიანისაგან მეტ მობილობას ითხოვს. მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოზიციისა და პროფესიის შეცვლა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება განათლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ მასწავლებლის ვალდებულება თანამედროვე სამყაროში არ შემოისაზღვრება მხოლოდ საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს კიდევ უფრო შორს მიმავალ მიზნებს უსახავს და უბიძგებს მათ ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა - მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
იმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა. ტრანსფერის მექანიზმი სხვადასხვანაირია. არსებობს ახლო და შორი ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი არც ისე მკაფიოა, „მანძილი“ კი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავებულ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ უნარებს.
ახლო ტრანსფერი, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად გამოდგება ავტომობილის მართვა. განსხვავებული მანქანის საჭესთან გადაჯდომა მართვის უნარის ტრანსფერია, თუმცა მაინც მცირედ განსხვავდება კარგად ნაცნობი სიტუაციისგან. ახლო ტრანსფერად შეგვიძლია ჩავთვალოთ საგნობრივი უნარებიც, რომლებიც განსაზღვრული საგნის ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის უნარების არსენალში და რომლებსაც იგი საჭიროებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი დავალებები ერთმანეთის მსგავსია და, ამდენად, ტრანსფერის განხორციელებაც შესაძლებელია.
შორი ტრანსფერის გამოყენება ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგალითად, თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება ბიზნესშიც გამოიყენო. სასწავლო კონტექსტს თუ დავუბრუნდებით, შორი ტრანსფერი შესაძლებელია საგანთშორის ინტეგრაციისას გამოვიყენოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს საგნები მომიჯნავე არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებულ სწავლებას დიდი ისტორია აქვს, მან დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა.
სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსიის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალისწინებდეს შიდა და საგანთშორის კავშირებს. სტანდარტის სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად ინტეგრირებული გაკვეთილის შემოტანა.
ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწალი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს. ცხადია, ინტეგრირებულგაკვეთილები ყოველდღიურად ვერ ჩატარდება, რადგან მაზედმიწევნით დაგეგმვის გარდა, სხვა სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი სრულფასოვანი გამოვიდეს, ხშირად ერთი გაკვეთილი საკმარისი არ არის და შეწყვილებული გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა ცხრილში ცვლილებების შეტანა.
ინტეგრირებული გაკვეთილის, როგორც სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპის, ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.

როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
წლის დასაწყისში, როდესაც მასწავლებელი ადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მან გაიაზროს სავარაუდო თემები, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია სხვა სასწავლო საგნებთან. ამის შემდეგ იგი უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნების პროგრამას/პროგრამებს. თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურად შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ თამამად შეიძლება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა.
როდესაც ინტეგრირებაზე ვფიქრობთ, ხშირად ჩვენი იდეები არ სცდება მომიჯნავე და თემატურად ერთმანეთთან ახლოს მდგომ საგნებს, თუმცა ბევრად უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაც შეიძლება და ერთი შეხედვით ერთმანეთთან შორს მდგომი საგნების დაკავშირება. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად  შეირჩეს საგაკვეთილო თემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეულ თემას ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი.
ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.

როგორ უნდა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი?
გაკვეთილის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს. გაკვეთილის მოსამზადებლად რესურსების მოძიება და მომზადება საკმაოდ შრომატევადია და დროს საჭიროებს, რადგან, ბუნებრივია, რომ მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია აქვთ საკუთარ საგანში არსებულ და ხელმისაწვდომ რესურსებზე, ვიდრე სხვა საგნებში. გარდა ამისა, მოძიებული მასალა ხშირად საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმნასა და ადაპტაციას. ამიტომ ჩვენი რჩევაა, მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე განსაზღვროს ინტეგრირებული გაკვეთილების თემატიკა და გააკეთოს გაკვეთილის გეგმის მონახაზი. გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების მასწავლებლებთან, რომელთა ინტეგრირებაც აქვს განზრახული, გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი და მოისმინოს მათი რეკომენდაციები.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილების თემების მაგალითებს სასწავლო მიზნებთან ერთად სხვადასხვა საგანში:

საგანი
თემა
მიზანი
ბიოლოგია

ადაპტაცია.
მცენარეების თოვლში ყვავილობასთან შეგუებულობა.

(ბიოლოგია - ქიმია)
მოსწავლემ შეძლოს:
·         მსჯელობა ადაპტაციაზე, ზოგიერთი ადრე მოყვავილე მცენარის
დაბალ ტემპერატურაზე ყვავილობასთან შეგუებულობაზე;
·         მცენარეულ უჯრედში არსებული ხსნარის შემადგენლობისა და
თვისებების გაანალიზება;
·         ამ თვისებების დაკავშირება აგრეგატული მდგომარეობის
ცვლილების თავისებურებებთან და ამით ასეთ მცენარეთა
დაბალ ტემპერატურაზე ყვავილობასთან შეგუებულობის ახსნა.
გეოგრაფია
მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (მოდ)
(გეოგრაფია - ბიოლოგია)
მოსწავლემ შეძლოს:
·         მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გავლენის
გააცნობიერება ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი მნიშვნელობის
შეფასება მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ფონზე.
ქართული ენა და ლიტერატურა
მაღალი და დაბალი შაირი „ვეფხისტყაოსანში“.
მაღალი შაირი, როგორც „ოქროს კვეთის“ ნიმუში.

(ქართული ენა და ლიტერატურა - მათემატიკა - ხელოვნება)

მოსწავლემ შეძლოს:
·         ოქროს კვეთის პრინციპის ახსნა პოეზიაში („ვეფხიტყაოსნის“
მაგალითზე) და მისი ფუნქციის გააზრება;
·         პროპორციის არსისა და შესაბამისი ფორმულის განსაზღვრა;
·         ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აგების პრინციპებზე
მსჯელობა.
დაწყებითი განათლება
როგორ იკეთებენ ცხოველები თავშესაფარს (ბუდეებს)

(ბუნებისმეტყველება - სახვითი ხელოვნება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობა, თუ რა
მნიშვნელობა აქვს ცხოველებისათვის გარემოს;
·         საყვარელი/ფანტასტიკური ცხოველის საარსებო გარემოს შექმნა
სხვადასხვა მასალის გამოყენებით.
შენიშვნა: აღნიშნულ გაკვეთილზე შესაძლებელია ბუნებისმეტყველებისა
და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილების ინტეგრაცია.
აგრეთვე, ხდება ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში
გადატან  (მაგ. სიტყვიერტექსტის მიხედვით ნამუშევრების შექმნა),
რაც ხელს უწყობს სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას.
ისტ
პოსტერის შექმნა საპრეზენტაციო პროგრამაში
(მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების მიხედვით შექმნიან ელექტრონულ პოსტერს და  მოაწყობენ  პრეზენტაციას).
(ისტ - ქართული)
მოსწავლემ შეძლოს:
·         პოსტერის მომზადება საკუთარი მოსაზრებების წარმოსაჩენად;
·         პრეზენტაციასა და სხვა ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის
განსხვავების გააზრება.
ისტორია
გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორია იბნ ხალდუნისა და მონტესკიეს ნაშრომების შუქზე
(ისტორია - გეოგრაფია)
მოსწავლემ შეძლოს:
·         გეოგრაფიული დეტერმინიზმის გააზრება სხვადასხვა ეპოქის
მეცნიერთა თეორიების საფუძველზე;
·         გაანალიზება, თუ რა გავლენას ახდენს გეოგრაფიული გარემო
საზოგადოების განვითარებაზე.

მათემატიკა
პარაბოლა, კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და თანამგზავრის ორბიტა.
(მათემატიკა- ფიზიკა)
მოსწავლემ შეძლოს:
·         სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ალგებრულად გამოსახვა;
·         მათემატიკური აპარატის გამოყენებით მომიჯნავე დისციპლინებიდან
და პრაქტიკიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრა;
·         მონაცემთა შეგროვება, ორგანიზება და მათი ანალიზის საფუძველზე
დასკვნების ჩამოყალიბება.
მუსიკა
ბგერა.
ხმების  შეგროვება, ხმოვან-რიტმული კომპოზიციის შექმნა, ბგერის შესწავლა.
(მუსიკა, ფიზიკა)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ხმების აღქმა და გამოყენება შემოქმედებით პროცესში;
·         მუსიკალურ-შემოქმედებითი  და ინტერპრეტაციის უნარების
გამოვლენა;
·         ბგერის, როგორც აკუსტიკური მოვლენის შესწავლა.

სპორტი
ფიზიკური ვარჯიშების მნიშვნელობა ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის
(სპორტი-ბიოლოგია)
მოსწავლემ შეძლოს:
·         მოზარდებში ტანადობის დარღვევის მიზეზების განსაზღვრა და
მათი პრევენცია ფიზიკური აქტივობის საშუალებით
უცხოური ენა
„ბავშვთა უფლებები“
(უცხოური ენა, სამოქალაქო განათლება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         კონვენციისათვის დამახასიათებელი ენობრივი თავისებურებების
განსაზღვრა;
·         მოდალური ზმნების გამოყენება ბავშვთა უფლებებზე მსჯელობისას;
·         მოდალური ზმნების გამოყენებით ბავშვთა უფლებების
კონვენციის შექმნა (საკლასო ოთახში ქცევის წესები)
ფიზიკა
წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობის გრაფიკული წარმოდგენა
(ფიზიკა - მათემატიკა)
შენიშვნა: ფიზიკისა და  მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი კინემატიკაში. თანაბარაჩქარებული მოძრაობის წარმოდგენა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით, ერთ-ერთია გრაფიკული ფორმა.
მოსწავლემ შეძლოს:
·         თანაბარაჩქარებული მოძრაობის გააზრება და მისი გრაფიკული
ფორმით წარმოდგენა;
·         ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, გრაფიკების
საშუალებით მოძრაობის ხასიათზე, მის რაოდენობრივ და
თვისობრივ მხარეებზე მსჯელობა.
ქიმია
ქიმიური რეაქციის  თეორიული, პრაქტიკული და პროცენტული გამოსავლის გაანგარიშება
(ქიმია -მათემატიკა)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ქიმიური რეაქციის ტოლობის სწორად შედგენა და გათანაბრება
 და მის საფუძველზე პროდუქტის გამოსავლიანობის დადგენა
ქიმიურ სიდიდეებს შორის ურთიერთკავშირის ალგებრულად
გამოსახვის გზით;
·         მონაცემთა შეგროვების, ორგანიზებისა და ანალიზის საფუძველზე
დასკვნების ჩამოყალიბება. 

2.    პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი

1.1.1.        როგორ ჩავატაროთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?

სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპია პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომელიც ეფუძნება ჯონ დიუის პრინციპს - „სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით“.
განათლების სისტემის მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად მოსწავლეებს განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში გამოადგებათ, არამედ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად და პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევად.

როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების იდეა ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტიპის გაკვეთილისა, უნდა მომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან, ხელს უნდა უწყობდეს მასში დასახული შედეგების მიღწევას.
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია როგორც მაღალ, ისე დაწყებით კლასებშიც, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია ადეკვატური მოდელის შერჩევა დასმული პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად. დაწყებით საფეხურზე მოდელირება, მოსალოდნელი სცენარის შემუშავება თუ მსავსი აბსტრაქტული დავალებები ვერ იქნება მიზანშეწონილი.
თუკი ინტეგრირებული გაკვეთილები უწინარესად ხელს უწყობს ნასწავლის დაკავშირებას სხვა საგანთან/საგნებთან, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებას და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.
ამ ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჯერ გამოავლენენ პრობლემას, შემდეგ გაიაზრებენ მას, რის შემდეგაც ისინი  მოიძიებენ, ახარისხებენ და აანალიზებენ საჭირო ინფორმაციას. მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან გადასაჭრელ პრობლემას  და უკვე დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახერხებენ მის გადაჭრას.
პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებისათვის დამახასიათებელია შემდეგი:
·      სწავლება ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;
·      მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში, რადგან პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას მნიშვნელოვანია იდეათა მრავალფეროვნება და ურთიერთგაზიარება;
·      მასწავლებელი არის მხოლოდ გეზის მიმცემი, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი. ეს კი თავისთავად მის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
მხოლოდ ღიად დასმული სიტუაციური შეკითხვა (როგორ არის შესაძლებელი..? შეიძლება თუ არა..? და სხვა) არაა საკმარისი, რომ სიტუაცია პრობლემურად ჩაითვალოს. ამასთან ერთად საჭიროა:
·      პრობლემური ამოცანა იყოს ერთგვარი გამოწვევა მოსწავლისათვის, მასწავლებელმა უნდა გათვალისწინოს, თუ რამდენად შეესაბამება პრობლემური ამოცანა მოსწავლის ასაკობრივ განვითარებასა და უნარ-ჩვევებს.
·      მასწავლებლის მიერ შერჩეული პრობლემური ამოცანა მამოტივირებელი, ინტერესის გამომწვევი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის.
·      პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელმა ისეთი ამოცანა უნდა დასვას, რომ მოსწავლეს დაჭირდეს ახალი გზის მოფიქრება. თუკი მისთვის უკვე მზა სტრატეგია აქვს, ეს მხოლოდ რიგით სავარჯიშოდ ჩაითვლება.
პრობლემური სიტუაცია შეიძლება იყოს შემდეგი სამი ტიპის: 1) ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან; 2) ამოცანები, რომლებიც მოითხოვს სისტემის ანალიზს და მოდელირებას; 3) ამოცანები, რომლებიც უკავშირდება რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას.
პრობლემის გადაჭრის მთლიანი ციკლი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის მოძიებითა და ჩამოყალიბებით (მასწავლებლის ჩართულობის ხარისხს პრობლემის მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესში განსაზღვრავს კლასის მზაობა და შესაძლებლობები). ამის შემდეგ მოსწავლეები პრობლემას გაიაზრებენ, დაანაწევრებენ და  გამოყოფენ პრიორიტეტებს, მოახდენენ იდეების გენერირებას, მოიძიებენ და შეარჩევენ ინფორმაციას,  პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას, გააანალიზებენ პრობლემას, მოიძიებენ  გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას  და  გაუზიარებენ ინფორმაციას ერთმანეთს. შემდეგ გადაამოწმებენ შედეგების სისწორეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნდებიან შესაბამის ეტაპს და იქიდან ხელახლა იწყებენ პრობლემის გადაჭრის ციკლის გავლას.
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების ციკლი წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ სქემაზე:




პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლისაგან მოითხოვს ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას. პრობლემის გადაჭრა ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს უკვე აქვს, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია სხვადასხვა შინაარსისა და ცნების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტეგრირება. ამ დროს შესაძლებელია თვისებრივად ახალი ცოდნის მიღება. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება უმეტესწილად დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ვითარებასთან, შეიძლება იყოს ინტერდისციპლინრი, როდესაც გადაჭრის გზა არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სასწავლო საგნით ან მიმართულებით. სწავლა აღარაა სტანდარტული, რუტინული პროცესი – იგი გარდაიქმნება პიროვნების განვითარების ხელშემწყობ საშუალებად, რის შედეგადაც მოსწავლეს უყალიბდება ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები. იმ საკლასო გარემოში, სადაც გამოყენებულია პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლეები თანდათან უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ სწავლაზე და ყალიბდებიან დამოუკიდებელ შემმეცნებლებად, ანუ ისეთ პიროვნებებად, რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მუდმივად იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ეს კი თანამედროვე განათლების უპირველესი ამოცანაა.

როგორ უნდა დაიგეგმოს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში:
·         სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. რობლემა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის აქტუალური;
·         პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა  აღძრავდეს ინტერესს;
·         პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი;
·         პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას;
·         პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე (განსაკუთრებით პირველ ეტაპზე), რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტურობა;
·         პრობლემა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი;
·         მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეძლონ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა;
·         უნდა წახალისდეს მოსწავლეების შემოქმედებითი მიდგომა;
·         უნდა  შეიქმნას კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვების;
·         უნდა დავას ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასაბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისაკენ;
·         უნდა წახალისდეს თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვისი მოსაზრებების გათვალისწინებას;
·         დაბოლოს, თუკი მოსწავლეები შეფერხდებიან:
o   იდეების გენერირების ეტაპზე მასწავლებელმა მათ უნდა შესთავაზოს გონებრივი იერიშიმეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს   მრავალი საინტერესო იდეის ჩამოყალიბებისაკენ;
o   მასწავლებელმა უნდა ამოაცნობინოს პრობლემაში უკვე ნაცნობი და მათ მიერ მოგვარებული სიტუაცია, ანალოგიური პრობლემები, რომლებიც მათ უკვე შეხვრიათ და გადაუჭრიათ.

ისევე, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში, მასწავლებელმა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას შეიძლება აღმოაჩინოს, რომ 45 წუთი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ცხრილში გაკვეთილების გადანაცვლება. შეწყვილებული გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ჩაუღრმავდნენ პრობლემას და იფიქრონ მისი გადაჭრის გზებზე.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების თემების მაგალითებს სასწავლო მიზნებთან ერთად სხვადასხვა საგანში:

საგანი
თემა
მიზანი
ბიოლოგია

ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება, ანუ ონტოგენეზი
·         მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება და თვითგანათლების ხელშეწყობა;
·         თვითკონტროლის უნარის განვითარება;
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
გეოგრაფია
დემოგრაფიული პოლიტიკა - ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ფაქტორი?
·         ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე (სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე) „ჩინეთის ერთი ბავშვის პოლიტიკის“ გავლენის შეფასება (SWOT ანალიზის დახმარებით)
დაწყებითი განათლება
კოორდინატები
·         გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა, ორიენტირება რუაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით.
შენიშვნა: გამოწვევის ფაზაზე მასწავლებელი  წარმართავს დისკუსიას: თუ რა გვჭირდება ადამიანებს კონკრეტული ადგილის მიგნების, ან სხვისთვის ასახსნელად? დისკუსია იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ აშკარად გამოიკვეთოს კოორდინატების აუცილებლობა.
შინაარსის რეალიზების ფაზაზე - მასწავლებელი  დაასახელებს  კოორდინატების გამოყენების ნიმუშებს: ადგილი კინოთეატრში, ჭადრაკი, რუკა.
რეფლექსიის ფაზაზე - მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, ბადეზე აღნიშნონ მითითებული კოორდინატების მქონე წერტილი.
ქართული ენა და ლიტერატურა
ლაპარაკობენ „შუშანიკის წამების“ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები
(პროექტ-გაკვეთილი, ქეისით სწავლება და..)
მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოებში ასახული პრობლემის წარმოდგენა მეორეხარისხოვანი პერსონაჟების (ჯოჯიკის, ჯოჯიკის ცოლის, სპარსის, მოგვი დედაკაცის, დიაკვნის, მცველის) თვალთახედვიდან და ამ პრობლემის გაანალიზება სხვადასხვა პერსპექტივიდან.
ისტ
„ჩემი ელექტრონული დღიური“
(მოსწავლეები ელექტრონული ცხრილების საშუალებით შექმნიან
ნიშნების ელექტრონულ დღიურს, გამოთვლიან პირად სემესტრულ  ნიშნებს, რომელსაც გაუზიარებენ მშობელს).
მოსწავლემ შეძლოს:
·         ციფრული საშუალების შესაძლებლობების შეფასება და სხვადასხვა ინსტრუმენტის ადეკვატურად შერჩევა ელექტრონული დღიურის შექმნისას;
·         მსჯელობა  ციფრული ინფორმაციის გაზიარების სხვადასხვა ინსტრუმენტის შესახებ და მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა.
ისტორია
ტერორიზმი და  თანამედროვეობა
მოსწავლემ შეძლოს:
·         ტერორიზმის წარმოშობის მიზეზების გაანალიზება
მათემატიკა
სხვადასხვა სატარიფო გეგმების, ფასდაკლებების, ფასების ზრდის ერთმანეთთან შედარება ალგებრულად გამოსახული შესაბამისი ფუნქციების შესწავლით
მოსწავლემ შეძლოს:
·         მოდელის ელემენტების ინტერპრეტირება იმ რეალობის კონტექსტში, რომელსაც ეს მოდელი აღწერს და პირიქით – რეალური ვითარების დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება შესაბამისი მოდელის ენაზე;
·         მოცემული მოდელის გაანალიზება და შეფასება, კერძოდ, მისი მოქმედების არეალისა და მოდელის ადევატურობის დადგენა;
·         შესაძლო ალტერნატივების განხილვა და შედარება.
მუსიკა
თანამედროვე პროფესიული მუსიკის აღქმა - ი. ქსენაკისის ნაწარმოების მოსმენა პარტიტურის გრაფიკულ გამოსახულებასთან ერთად
მოსწავლემ შეძლოს:
·         თანამედროვე პროფესიული მუსიკის აღქმის სირთულეების ეტაპობრივად დაძლევა.

სპორტი
პროექტი: “მავნე ჩვევების პრევენცია“
მოსწავლემ შეძლოს:
·         ადამიანის ორგანიზმზე მავნე ჩვევების (თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების) უარყოფითი ზეგავლენის შეფასება;
·         მავნე ჩვევების პრევენციისა და დაძლევის გზების ძიება;  
·         თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
უცხოური ენა
ჯანსაღი ცხოვრების წესი
მოსწავლემ შეძლოს:
·         რჩევის მიცემისათვის საჭირო ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე მსჯელობა ნასწავლი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით.
ფიზიკა
ატმოსფერული წნევის სიმაღლეზე დამოკიდებულების დადგენა
(პროექტ-გაკვეთილი)




მოსწავლემ შეძლოს:
·         სხვადასხვა სიმაღლეზე ატმოსფერული წნევის სიდიდის გაზომვა ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურების დროს, მიღებული მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია, მათი ანალიზი. კონკრეტული მონაცემების საფუძველზე ზოგადი დამოკიდებულების დადგენა, მისი ანალიზური ფორმულით გამოსახვა.
·         მიღებული დამოკიდებულებისა და უკვე ცნობილი ფორმულის შედარება;
·         თეორიისა და პრაქტიკის შედარება. კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მიღებული შედეგებისა და უკვე არსებული მონაცემების შედარება.
ქიმია
წყლის ქიმიური ანალიზი:
ა) ჟინვალის წყალსაცავის;
ბ) თბილისის ზღვის.

(პროექტ-გაკვეთილი)

მოსწავლემ შეძლოს:

მიღებული შედეგების შეგროვებისა და ანალიზის (შედარების) საფუძველზე :
·         პრობლემის აქტუალობის გაცნობიერება და ამ პრობლემის გადაჭრის თეორიული და  პრაქტიკული გზების მოძიება;
·         ცოდნის განზოგადება;
·         მიღებული ექსპერიმენტული  მონაცემების სისტემატიზაცია და ამ მონაცემების საფუძველზე განზოგადებული დასკვნის გამოტანა. 

3.    გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი

როგორ ჩავატაროთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმის (2011-2016 წ.წ.) განუყოფელი ნაწილია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას სკოლებში დღემდე გარკვეული სირთულეები ახლავს, რადგან არ მომზადებულა სათანადო დამხმარე რესურსები, რომლებიც მასწავლებლებს თავიანთ საგნებში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპეტენციების  განვითარებაში დაეხმარებოდა.
ხარვეზებს, რომლებიც გამჭოლი კომპტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას ახლავს, სხვა მიზეზებიც აქვს. კერძოდ, მასწავლებლები გაკვეთილებზე ძირითადად მხოლოდ იმ გამჭოლ კომპეტენციებზე მუშაობენ, რომელთა განვითარებაც ბუნებრივია იმ საგნისთვის, რომელსაც ისინი ასწავლიან. მაგ., წიგნიერების განვითარებას მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა უწყობს ხელს, ეკოწიგნიერებისას - გეოგრაფია, რაოდენობრივი წიგნიერებისას - მათემატიკა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციისას - სამოქალაქო განათლება და ა.შ.  დანარჩენ გამჭოლ კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა კი სხვა საგნებისთვის აქვთ გადაბარებული.  
ეროვნული სასწავლო გეგმა აღწერს 9 პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ხოლო მასწავლებლებისგან მოითხოვს, რომ თითოეული საგნის  სწავლების კონტექსტში იყოს მოაზრებული. ეს კომპეტენციებია:
1.      წიგნიერება;
2.      მედიაწიგნიერება;
3.      ციფრული წიგნიერება;
4.      რაოდენობრივი წიგნიერება;
5.      ეკოლოგიური წიგნიერება;
6.      მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია;
7.      სემიოტიკური კომპეტენცია;
8.      სწავლის სწავლა;
9.      სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდიდან http://ncp.ge, ჩამონათვალს, სავარაუდოდ, დაემატება შემდეგი კომპეტენციები:
1.      ეთიკა, როგორც კომპეტენცია;
2.      მეწარმეობრივი კომპეტენცია;
3.      ჯანსაღი ცხოვრების წესი;
4.      შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

აღნიშნული კომპეტენციების დამატების შემთხვევაში, სასურველია სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მათ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებიც.
სწორედ იმის გამო, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია, საჭიროდ მივიჩნიეთ სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად სწორედ ასეთი გაკვეთილი შეგვეთავაზებინა მასწავლებლებისთვის.

როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
ისევ და ისევ მასწავლებელი იდეის ჩამოყალიბებას იწყებს ეროვნული სასწავლო გეგმიდან. ის აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების ურთიერთკავშირს. ჯერ კიდევ თემატური დაგეგმვის დროს მასწავლებელი ფიქრობს იმაზე, თუ რომელი თემა რომელი გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს, ან რა მეთოდით და რა გზებით არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა. სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების შედარება შეიძლება წარმოდგენილი იყოს სქემატურად, ცხრილის სახით, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით. არის კომპეტენციები, რომლებზეც მასწავლებელი მუდმივად უნდა მუშაობდეს, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სწავლის სწავლა.

როგორ უნდა დაიგეგმოს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი?

სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს ხელმისაწვდომი რესურსები, სახელმძღვანელოს მიღმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, აპლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები („სოფტები“) თუ სხვა ვიზუალური საშუალებები. ამის შემდეგ იწყება გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობენ სხვა მასწავლებლები აღნიშნული კომპეტენციების განვითარებისათვის, რომელი კომპეტენციები აქვთ მოსწავლეებს უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია თუნდაც ერთი წარმატებული და სრულფასოვანი გაკვეთილის ფარგლებში მოხერხდეს ბოლომდე რომელიმე ერთი კომპეტენციის განვითარება. ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყვეტ პროცესში.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში გთავაზობთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების თემების მაგალითებს სასწავლო მიზნებთან ერთად სხვადასხვა საგანში:

საგანი
თემა
მიზანი
ბიოლოგია

ბიომრავალფეროვნება და ქვეყნის ურბანისტული განვითარება
(ეკოლოგიური წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
გაცნობიერება იმისა, თუ სად გადის ზღვარი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შორის და ურთიერთგანპირობებულობის შესახებ მსჯელობა
გეოგრაფია
განვითარების ინდიკატორების სწავლება გეოგრაფიაში
(სემიოტიკური და ციფრული კომპეტენციები)
მოსწავლემ შეძლოს:
წერტილოვანი დიაგრამების გამოყენებით ქვეყნების განვითარების ტენდენციებისა და ანომალიების დადგენა (ჰუმანური განვითარების ინდექსი, სიცოცხლის ხანგრძლივობა...) gapminder.org/world/
დაწყებითი განათლება
საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები
(წიგნიერება;
ციფრული წიგნიერება)
მოსწავლეები მცირე ჯგუფებში ჩაატარებენ გამოკითხვას საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟების შესახებ, მიღებულ მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის/ დიაგრამის სახით.

ქართული ენა და ლიტერატურა
ადამიანი და ბუნების კანონზომიერებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
(ეკოლოგიური წიგნიერება) 
მოსწავლემ შეძლოს:
·         ვაჟა-ფშაველას შესწავლილი ნაწარმოებების („ხმელი წიფელი“, „ია“, მთის წყარო“, „ვერხვი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ღამე მთაში“) მიხედვით ბუნებაში არსებულ კანონზომიერებაზე მსჯელობა;
·         ადამიანისა და ბუნების ურთიერთმიმართების დადგენა და ამ პრობლემის გამოხატვის მხატვრულ საშუალებებზე მსჯელობა.
ისტ
ელექტრონული ანიმირებული წიგნების შექმნა საპრეზენტაციო პროგრამაში

(წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირება მიზნის შესაბამისი ელექტრონული ანიმირებული წიგნის  შექმნისას;
·         ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეებში.
ისტორია
ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების გაცნობა და რეფერატის მომზადება
(წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ტექსტების (წყაროების) შედარება და კრიტიკულად გაანალიზება;
·         ანალიზის საფუძველზე თხზულების (რეფერატის) შექმნა.

მათემატიკა
კორელაციის კოეფიციენტი და საუკეთესო მისადაგების წრფე
 (ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         მონაცემთა შეგროვების და დასმული ამოცანის მიხედვით მონაცემთა წარმოდგენის ადეკვატური ხერხის შერჩევა;
·         მონაცემთა ერთობლიობების შედარების კრიტერიუმების და ხერხების ადეკვატურად შერჩევა;
·         მონაცემთა დამუშავების მიზნით ელექტრონული საშუალებების შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება.
მუსიკა
მრავალხმიანობის გავრცელების გეოგრაფიული არეალის მიხედვით ელექტრონული მუსიკალური რუკის შექმნა
(სამოქალაქო კომპეტენცია, ციფრული წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამთლიანება (ისტ-ში, გეოგრაფიასა და მუსიკაში მასალის მოძიება, დამუშავება)
მასწავლებელმა შეძლოს ინტერკულტურული ცნობიერების განვითარება მოსწავლეებში.


სპორტი
სპორტული კომბინაციების შესწავლა სპორტის სხვადასხვა სახეობაში
(სემიოტიკური კომპეტენცია)
მოსწავლემ შეძლოს:
·         სპორტული კომბინაციებისა და მათი გრაფიკული გამოსახულებების აღქმა, გააზრება და პრაქტიკაში გადატანა.
უცხოური ენა
კლოდ დებიუსის საფორტეპიანო პრელუდია“მთვარის შუქის“ მიხედვით წერილობითი ტექსტის შექმნა
(წიგნიერება, სემიოტიკური წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:

·         მუსიკალური ნაწარმოების მიხედვით წერილობითი ტექსტის შექმნა;
·         ინტერპრეტაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

ფიზიკა
ლინზა, თხელი ლინზის ფორმულა, გამოსახულების აგება ლინზაში, მისი გამოყენება ცოცხალ ორგანიზმებსა და აპარატურაში

(ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ოპტიკის ნაწილის - ლინზების შესწავლა თვალსაჩინოებებით და ელექტრონული რესურსებით, კერძოდ, ვიდეო ანიმაციებით;
·         ანალოგიების გატარება სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო ოპტიკურ დანადგარებსა და ბიოლოგიურ ოპტიკურ ხელსაწყოს - თვალს შორის. მათი მოქმედების პრინციპების განხილვა და შედარება;
·         თვალის ვირტუალური მოდელის შესწავლა, მხედველობის დეფექტების გასწორების ფიზიკური საფუძვლების გარჩევა;
·         ბიოლოგიური და ფიზიკური ტერმინების შედარება და ერთმანეთში გამოყენება.
ქიმია
ელექტროლიზის მოვლენა და მისი როლი ტექნიკასა და მრეწველობაში

(ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ვირტუალური ექსპერიმენტის განხილვის ფონზე ქიმიური და ელექტრული ენერგიების ურთიერთკავშირის ფონზე გალვანური ელემენტისა და ელექტროლიზერის მუშაობის პრინციპის შედარება, რისთვისაც  საჭიროა მომიჯნავე დისციპლინიდან (ფიზიკიდან) ისეთი სიდიდეებისა თუ ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა: ელექტრული წრედი, სხვადასხვა მეტალისაგან დამზადებული ელექტროდები, დენის წყარო, ფარადეის კანონი.

1.1.2.         

4.    ინოვაციური გაკვეთილი

1.1.3.   როგორ ჩავატაროთ ინოვაციური გაკვეთილი?

მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის განახლებასა და თვალყურს ადევნებდეს საგანში სიახლეებს როგორც საერთაშორისო, ისე  ეროვნულ დონეზე. საქართველოში საგნობრივი პროგრამები 5-წლიანი ვადით მტკიცდება, მასში ცვლილებების ასახვას ხანგრძლივი მუშაობა და განხილვა სჭირდება. ამიტომ სკოლის დასრულებისთვის ნასწავლი შეიძლება მოძველებული და უსარგებლო  აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ისტ-ს, რადგანაც ეს სფერო ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება.  იგივე შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეც, აქ ბევრმა აღმოჩენამ ტრადიციულ ცოდნაში დიდი ცვლილებები შეიტანა. ასევე, შესაძლებელია საერთაშორისო დონეზე მოხდეს მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, ან განახლდეს რომელიმე კონვენცია, რისი ასახვაც საგნობრივ პროგრამაში ვერ მოესწრო დამტკიცებული ვადების გამო. ასევე მაგალითისათვის გამოდგება ეროვნულ დონეზე ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელშიც ქვეყნის მმართველობის მოდელი მთლიანად გადაიხედა, ახლებურად გადანაწილდა ფუნქციები სამთავრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო ინსტიტუციებს შორის. ცხადია, ეს ცვლილება 2011-2016 წწ. სასწავლო გეგმაში ვერ მოხვდებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები ამის გამო მოძველებული ცოდნის ამარა დავტოვოთ.
ასევე მუდმივად იცვლება, ვითარდება და მრავალფეროვნდება სწავლების მეთოდიკაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელმა თვალყური ადევნოს როგორც აკადემიურ, ისე მეთოდურ სიახლეებს საგანში და ასახოს ისინი თავის პრაქტიკაში.

როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნებს და ამავდროულად მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა სამეცნიერო ცვლილებებია მის სფეროში, რა ცვლილებები მიმდინარეობს ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, მასწავლებელი ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს სიახლეებს და მოსწავლეებსაც საჭირო დროს უზიარებდეს.
მაგალითისთვის გამოდგება ათასწლეულის მიზნების დასრულება 2015 წლის დეკემბერში და ოქტომბერში  გაეროს მსოფლიო კონფერენციაზე დამტკიცებული მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების დაწყება 2016 წლის იანვრიდან. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაიაზრონ თუ რატომ შეიცვალა 8 მიზანი,  მოხერხდა თუ არა მათი განხორციელება, რა მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები და რატომ შემოიღეს ახალი 17 მიზანი. ეს სიახლე შეიძლება განსხვავებული მეთოდების გამოყენებით შემოიტანოს მასწავლებელმა. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასზე შეიძლება სამოდელო გაკვეთილი დაიგეგმოს.

როგორ უნდა დაიგეგმოს ინოვაციური გაკვეთილი?
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გაეცნობა სიახლეს და გადაწყვეტს მის შეტანას კლასში, იწყებს გაკვეთილის დაგეგმვას. თუკი ეს არ არის ეროვნულ დონეზე განხორციელებული ცვლილებები, მასწავლებელს დიდი დრო დაეხარჯება ქართულ ენაზე რესურსების მოსამზადებლად. თუმცა, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია, მაგალითად, ჟურნალი „National Geographic საქართველო“, რომელიც სხვადასხვა საგნის მასწავლებელს (გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ხელოვნების, სხვ.)  მუდმივად სთავაზობს უახლეს მიღწევებს მეცნიერებაში.
რაც შეეხება სიახლეებს სწავლების მეთოდიკაში, მასწავლებლებს ვურჩევთ გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას, ასევე ქართულ და უცხოურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ სწავლების სტრატეგიებს, გამოსცადონ ისინი პრაქტიკაში, მიუდგნენ შემოქმედებითად და, საჭიროების შემთხვევაში,  გაუკეთონ მათ მოდიფიცირება. მასწავლებელს შეუძლია თავად შეიმუშაოს სწავლების ახალი, უნიკალური მეთოდიკა.
  ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში გთავაზობთ ინოვაციური გაკვეთილების თემების მაგალითებს სასწავლო მიზნებთან ერთად სხვადასხვა საგანში:

საგანი
თემა
მიზანი
ბიოლოგია

როგორ იშორებს ტვინი მეტაბოლურ „ნაგავს“
მოსწავლეებში სამეცნიერო სტატიის გამოყენებით შემეცნებითი ინტერესის გაღვივება.
გეოგრაფია
მდგრადი განვითარების გლობალური მიზნები და მათი გადაჭრის გზები
მოსწავლემ შეძლოს:
·         თანამშრომლობითი უნარების გამომუშავება.
·         პრობლემის გადაჭრის, დამოუკიდებლად აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება.
დაწყებითი განათლება
მცენარის კვება
მოსწავლემ შეძლოს:
·         იმის გაგება, თუ როგორ                                            იკვებება მცენარე;
·         ცდის ჩატარება,    თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ფერის წყალი მცენარის შეფერილობაზე. (მაგალითად,  თეთრი ვარდის   შეფერილობის ცვლილება - თუ მას მოვათავსებთ შაბიამნიან წყალში). 
ქართული ენა და ლიტერატურა
პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, დამუშავებული „დისნეის სამი სკამის“ მეთოდით
მოსწავლემ შეძლოს:
·         იდეების გენერირება   „ყვარყვარე თუთაბერის“ სცენურ ვერსიასთან დაკავშირებით;
·         გააანალიზოს ვერსიების განხორიელების შესაძლო გზები და საშუალებები;
·         კრიტიკულად შეაფასონ შემოთავაზებული ვერსიები.
ისტ
კითხვარების შექმნა ფორმების გამოყენებით
(მოსწავლეები ტექსტურ რედაქტორში შექმნიან კითხვარს, ჩაატარებენ სკოლაში კვლევას და ვიზუალურად წარმოადგენენ მიღებულ მონაცემებს)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ისტ-ის ეფექტიანი გამოყენება ინფორმაციის ორგანიზებისას  შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად;
·         ვლევისა და ანალიზის უნარების განვითარება;
·          ელექტრონული გამოკითხვის ფორმების უპირატესობისა და საჭიროების დანახვა.
ისტორია
II მსოფლიო ომი და სტატისტიკა (რაოდენობრივი მეთოდის გამოყენება ისტორიაში)
მოსწავლემ შეძლოს:
·         ისტორიული მოვლენის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და კლასიფიკაცია;
·         ისტორიული მოვლენის გაანალიზება რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით.
მათემატიკა
დისკრეტული მათემატიკის ცნებებისა და აპარატის გამოყენება მოდელირებისას და პრობლემებიგადაჭრისას.
მოსწავლემ შეძლოს:
·         პრობლემების გადაჭრისას (მაგ.: ვარიანტების დასათვლელად, გეგმის/განრიგის შესადგენად, ოპტიმიზაციის სასრული ამოცანების ამოსახსნელად) დისკრეტული მათემატიკის სტრუქტრების (მაგ.: ხისებრ დიაგრამებ, გრაფებ, ალგორითმების) და პროცედურების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება.
მუსიკა
მუსიკალური საკრავები -
კლასიფიკაცია, სიახლეების გაცნობა, ახალი საკრავის მახასიათებლებისა და საჭიროების  განსაზღვრა.

მოსწავლემ შეძლოს:
·         მუსიკალურ საკრავთა დაჯგუფება ბგერის მიღების წესის მიხედვით;
·         არატრადიციული და ახლადშექმნილი საკრავების გაცნობა ვიზუალურად და ჟღერადობის მიხედვით;
·         ახალი საკრავის იდეის წარმოჩენა - მოდელის დახატვა, აღწერა, სავარაუდო რეპერტუარის მითითება.
სპორტი
ცეკვის როლი და ადგილი ფიზიკური აღზრდის სისტემაში
მოსწავლემ შეძლოს:
·         ცეკვის ელემენტების გამოყენებით მოტორული უნარ-ჩვევების გამომუშავება სპორტის გაკვეთილზე.
მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.
უცხოური ენა
ტრანსპორტის სახეობები და მასთან დაკავშირებული ლინგვისტური რეალიები (მეთოდი: „გაჩერებებით სწავლება“ )
მოსწავლემ შეძლოს:
·         სატრანსპორტო საშუალებების სურათებთან შესაბამისობის დადგენა;
·         მოძრაობის გამომხატველი ზმნების დაკავშირებას სატრანსპორტო საშუალებებთან;
·         ტრანსპორტთან დაკავშირებული ლინგვისტური რეალიების გამოყენება;
·         საყვარელ სატრანსპორტო საშუალების აღწერას.
ფიზიკა
ფიზიკის ამოცანის ამოხსნა - ახალი მასალის ახსნის მეთოდი
მოსწავლემ შეძლოს:
·         თავად აიღოს მასალის ახსნის პასუხისმგებლობა ამოცანის ამოხსნით (მაგ., ამოცანის ამოხსნით შესაძლებელია დრეკადობის ძალის პოტენციური ენერგიის გამოსათვლელი ფორმულის გამოყვანა. ამისათვის მოსწავლე გამოთვლის ზამბარის გაჭიმვისას შესრულებულ მექანიკურ მუშაობას და აკავშირებს მას ენერგიის ცვლილებასთან).  
ქიმია
ქიმიის ამოცანის ამოხსნა - ახალი მასალის ახსნის მეთოდი
მოსწავლემ შეძლოს:
·         თავად აიღოს მასალის ახსნის პასუხისმგებლობა ამოცანის ამოხსნით. მაგ., ამოცანის ამოხსნით შესაძლებელია ავოგადროს კანონის ახსნა. ამისათვის განიხილავს რამდენიმე სვეტის შემცველ ცხრილს, რომლის მხოლოდ ერთი სვეტია შევსებული - სადაც  შეტანილი იქნება წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ქიმიური  სიმკვრივეების მნიშვნელობები, დანარჩენ სვეტებს თვითონ მოსწავლეები შეავსებენ  პედაგოგის დახმარებით - ეს სვეტებია - ამ გაზების ქიმიური ფორმულების, მათი მოლური მასებისა და მოლური მოცულობების. მოსწავლეები იანგარიშებენ მოლურ მასებს და გამოთვლიან სამივე გაზის მოლურ მოცულობას მოლური მასის სიმკვრივეზე გაყოფით. ყველა გაზის შემთხვევაში მიიღებენ ერთი და იმავე  რიცხვით მნიშვნელობას და ლოგიკურად მივლენ   ავოგადროს კანონის ფორმულირებამდე.
წყარო: მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის გზამკვლევი, მეორე ნაწილი, 2016.

საკითხავი მასალა 2.

კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, ხოლო ქმედება - პროფესიული ეთიკის კოდექსს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა. ერთ-ერთი არსებითი ასპექტი, რომელსაც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა თუ პროფესიული ეთიკის კოდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კოლეგიალობაა. მასწავლებელს, თუ ის გულწრფელია და აქვს თვითშეფასების უნარი, თავის პროფესიულ კომპეტენციაზე მართებულ წარმოდგენას ისიც უნდა უქმნიდეს, რამდენად შეუძლია კოლეგებთან ურთიერთობა.
პედაგოგთა კოლეგიალობა - ეს არის მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისა, საბოლოო ჯამში კი - სკოლის პრესტიჟისა და მისი შემდგომი განვითარებისა.
პედაგოგების ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება პოზიტიური მაგალითია მათი აღსაზრდელებისა თუ მშობლებისთვის. ამასთან, ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს კოლექტივის საერთო სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კლიმატს.
პედაგოგიური კოლექტივის პოზიტიური სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულების ნორმალური ფუნქციობისთვის. თუ კლიმატი დადებითია, კოლექტივის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობით კმაყოფილნი არიან, აქვთ კარგი სამუშაო განწყობა, ახალგაზრდა პედაგოგებს უადვილდებათ კოლექტივში ადაპტაცია. თუ პედაგოგებს განვითარებული აქვთ კოლექტიური იდენტობა, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, ერთობლივი ქმედებისას წარმატებისა და წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობის გადანაწილების, კონფლიქტების პრევენციისა და მართვის უნარები, კოლექტივი ერთიანია, მიზნები და ამოცანები - გაცნობიერებული, ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა - აქტიური.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელს შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის (და არა ქილიკის ან ბრალდების) მოსმენა და მიღება-გათვალისწინება, ასევე - კოლეგის დელიკატური, კონსტრუქციული კრიტიკა. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს წარსული შეცდომების გაანალიზებას და მომავალში მათ თავიდან აცილებას.
სწორედ ამით არის ნაკარნახევი დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიის - კრიტიკული მეგობრების ინსტიტუტის – დანერგვა; სტრატეგიისა, რომელიც სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ითვალისწინებს. სწორედ დაკვირვებაა ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი პედაგოგიური პრაქტიკის შესასწავლად.
ურთიერთდაკვირვების მოდელში გამოყოფენ დაკვირვების ხუთ მეთოდს, რომლებიც, თავის მხრივ, სამ ეტაპად იყოფა:
. დაკვირვებისწინა შეხვედრა - მასწავლებელი, რომლის გაკვეთილსაც ესწრებიან, აცნობს კოლეგას გაკვეთილის გეგმას, უხსნის, რა სახის დახმარებას ელის მისგან, მერე კი კოლეგები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების რუბრიკას/კრიტერიუმებს;
. გაკვეთილზე დასწრება - დაკვირვება მთელ გაკვეთილზე ან მის ცალკეულ დეტალებზე და შედეგების დეტალური აღნუსხვა;
. გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა - დაკვირვების შედეგების ანალიზი, შეფასება და ამის საფუძველზე გაკვეთილის გეგმასა და მის წარმართვაში კორექტივების შეტანა.

1. აღწერითი დაკვირვება
აღწერითი დაკვირვების დროს დამსწრე მასწავლებელი აკვირდება ყველაფერს, რაც გაკვეთილზე ხდება, ცდილობს, ზოგად ვითარებაში გაერკვეს. ამ მეთოდის მთავარი მიზანია, როგორც გაკვეთილის ჩამტარებელი, ასევე დამკვირვებელი მასწავლებელი ყურადღებით მოეკიდონ ყოველივე იმას, რაც საკლასო ოთახში ხდება და ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა კუთხით დანახვა შეძლონ.
ამ ტიპის დაკვირვებას სუსტი მხარეებიც აქვს. იგი ხშირად დიფუზიურ ხასიათს ატარებს. შესაძლოა, დამკვირვებელ მასწავლებელს ყურადღება გაეფანტოს და მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრირება ვერ მოახერხოს. არსებობს საფრთხე, დამკვირვებლის შეფასება არაკონტროლირებადი გახდეს და მან ვერ დაინახოს ის, რაც არსებითია. აღწერითი დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, როგორც ჩამტარებელ, ასევე დამსწრე მასწავლებელს დაკვირვების ფოკუსის დადგენაში დაეხმაროს.

2. ფოკუსირებული დაკვირვება
ამ დროს დაკვირვება ფოკუსირებულია გაკვეთილის რომელიმე კონკრეტულ ასპექტზე ან მოვლენაზე. ამ ასპექტსა თუ მოვლენას უმთავრესად ის მასწავლებელი განსაზღვრავს, რომელიც კოლეგას დაკვირვებისთვის იწვევს. დაკვირვება შეიძლება ვაწარმოოთ ახალ სასწავლო სტრატეგიაზე, რომელსაც მასწავლებელი ნერგავს კლასში, პრობლემურ სიტუაციაზე, რომლის დამოუკიდებლად გადაჭრა მასწავლებელს უჭირს და კოლეგის დახმარება და რჩევა სჭირდება და სხვ.

3. გუნდური მუშაობა
გუნდური დაკვირვების პირველ ეტაპზე მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილს და თანხმდებიან, რას დააკვირდებიან გაკვეთილის მიმდინარეობისას. ზემოთ განხილული ორი მეთოდით დაკვირვება უმთავრესად იმ მასწავლებლის ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ესწრებიან და აკვირდებიან, ეს მეთოდი კი თანაბრად სასარგებლოა, ანუ სიმეტრიულია ორივე მასწავლებლისთვის. დაკვირვების ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ანუ მაშინ, როდესაც ორივე მასწავლებელი ასწავლის ერთსა და იმავე საგანს, ასევე ინტეგრირებული სწავლებისას.
გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება საუკეთესო გზაა თითოეული პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის და შედეგების გასაუმჯობესებლად. ამ დროს მათი პროფესიონალიზმის შერწყმითა და გამოცდილების გაზიარებით იბადება ახალი იდეები. ასე დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი ბევრად უფრო მოქნილი და დახვეწილი იქნება.

4. ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში)
ჩართული დაკვირვების დროს მასწავლებელი გარე დამკვირვებლად კი არ რჩება, არამედ სრულფასოვნად მონაწილეობს იმ სიტუაციებში, რომლებსაც შეისწავლის. მისი მიზანია გაარკვიოს, როგორ იგებს მოსწავლე ახსნილ მასალას და მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს, ინტერესდება თუ არა თემით. მაშასადამე, იგი გაკვეთილს მოსწავლის პერსპექტივიდან აფასებს.

5. თვითდაკვირვება
ეს მეთოდი მასწავლებელს ობიექტური თვითშეფასების უნარის დახვეწასა და სწავლების პროცესის სუსტი და ძლიერი მხარეების დანახვაში ეხმარება. თვითდაკვირვება ობიექტური რომ გახადოს, მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს თვითდაკვირვების სქემა, რომელსაც დაეყრდნობა თავის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისას. თვითდაკვირვება უფრო მიუკერძოებელი და სასარგებლოა, როდესაც გაკვეთილს თვითდაკვირვების სქემაზე დაყრდნობით პარალელულად დამსწრე მასწავლებელიც აფასებს. გაკვეთილის ბოლოს უნდა გაანალიზდეს, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ორივე მასწავლებლის შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კომპონენტებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვანაირად შეაფასებენ.
სასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთი კოლეგიალური ურთიერთობები არის სკოლის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა, სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საფუძველი, ძლიერი სკოლა კი საწინდარია განათლებული და ზნეობრივად სრულყოფილი თაობის აღზრდისა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ძლიერების საწინდარს წარმოადგენს.

წყარო: სოფიკო ლობჟანიძე, ელექტრონული გაზეთი Maswavlebeli.ge, 8 ივნისი, 2012.
საკითხავი მასალა 3.

უკუკავშირი
კუკავშირი კომუნიკაციის პროცესის კონტროლის საშულებაა. უკუკავშირის დახმარებით გამგზავნელიგებს, როგორ აღიქვა, გაიგო და გააანალიზა ადრესატმა მიწოდებული ინფორმაცია. თუ გამგზავნელმა დაინახა რომ ადრესატმა ვერ გაიგო, ან არასწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია, იგი ამარტივებს, უფრო ნათლად აყალიბებს მას და ხელახლა აგზავნის.
უკუკავშირი კომუნიკაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენეტია, ვინაიდან ის გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რამდენად იდენტურია  გამგზავნელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადრესატის მიერ აღქმული და გაანალიზებული ინფორმაციისა.
მაშასადამე, უკუკავშირი შედეგიანია, თუ ეფექტური კომუნიკაცია მყარდება უკუკავშირის გამცემსა და მიმღებს შორის. უკუკავშირმა ორივე მიმართულებით უნდა მისცეს სტიმული რეფლექსიას და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ უკუკავშირის მიმღებისთვის ინფორმაციის წყაროს.
უკუკავშირი პრაქტიკაში
უკუკავშირი წარმატებული რომ იყოს - სწორად  მივიდეს მიმღებამდე, მის მიერ კარგად იყოს მიღებული და ჰქონდეს პოზიტიური გავლენა, აუცილებელია შესაბამისი წესების დაცვა და რამდენიმე წინაპირობის გათვალისწინება.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან წინაპირობას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ეფექტიანი უკუკავშირის  დასამყარებლად:
·         ჯგუფის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს უკუკავშირის დადებითი ეფექტები;
·         ჯგუფის ყველა წევრი მზად არის ახლის შესასწავლად და აქვს მაღალი  პასუხისმგებლობის გრძნობა;
·         ჯგუფში არის ურთიერთნდობის და ურთიერთდახმარების ატმოსფერო;
·         არის მშვიდი სამუშაო გარემო და საკმარისი დრო;
·         ჯგუფის ყველა წევრი იცნობს „თამაშის წესებს“ და მისდევს მას;
·         იმისათვის, რომ სიგნალები უკეთ იყოს გაგებული და გაზიარებული, აუცილებელია უკუკავშირის გამცემი ლაპარაკობდეს უკუკავშირის მიმღების ენაზე, ანუ გასცემდეს ინფორმაციას, რომელიც მიმღების გონებრივ და ემოციურ ჩარჩოებში ჯდება;
·         უნდა მოხდეს უკუკავშირის როტაცია, რათა თავიდან იყოს აცილებული  მიმღებისა და გამცემის ცალმხრივი როლები.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას უკუკავშირის გამცემისთვის:
·         აღწერე და არ შეაფასო - უკუკავშირის გამცემი მხოლოდ აღწერს მის პირად აღქმებს, გრძნობებსა და დაკვირვებებს, აძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება, მისი აზრით, პრობლემის მოგვარება. ამასთან, იგი არ საყვედურობს, არ იწყებს მორალიზებას.
·         თავდაპირველად მიაწოდე პოზიტიური უკუკავშირი, შემდეგ კრიტიკა - ასეთი მიდგომა მიმღებს კეთილად განაწყობს, იზრდება ნდობა და კრიტიკის მიმღებლობა;
·         გაეცი კონკრეტული უკუკავშირი - უკუკავშირი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად ფორმულირებული და გასაგები. ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა, როდესაც უკუკავშირის გამცემს მოჰყავს პრაქტიკული მაგალითები საერთო სამუშაო გამოცდილებიდან. ზოგადი და აბსტრაქტული უკუკავშირი არაფრის მომცემია;
·         ილაპარაკე მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან -  უკუკავშირის გაცემისას აუცილებელია, გამოვიყენოთ პირველი პირი, მაგ. „მე ვფიქრობ რომ...“ და არა „ფიქრობენ...“.
·         დაიცავი კონფიდენციალობა - ყველაფერი, რაც უკუკავშირის დროს გამოითქმება, უნდა იყოს კონფიდენციალური და არავითარ შემთხვევაში ჯგუფიდან გარეთ არ უნდა გავიდეს;
·         ურჩიე და არ აიძულო - არ იყო დირექტიული, შენი ტონი იყოს თანამშრომლობითი;
·         სხვების თვალით შეხედე პრობლემას - უკუკავშირის გამცემმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე, არამედ, პირველ რიგში, უკუკავშირის მიმღებისაზე. გაწონასწორებული უკუკავშირი ითვალისწინებს ყველა მონაწილის მოთხოვნილებებს;
·         გაეცი გამოსადეგი უკუკავშირი - აზრიანმა უკუკავშირმა გავლენა უნდა მოახდინოს უკუკავშირის მიმღებზე;
·         მიაწოდე უკუკავშირი რაც შეიძლება მალე - უკუკავშირი მით უფრო ეფექტიანია, რაც უფრო მყისიერად გაიცემა იგი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად მზად არის იმ მომენტისთვის  მიმღები ამისათვის.
წესები უკუკავშირის მიმღებისთვის:
·         იყავი აქტიური მსმენელი - ყურადღებით მოუსმინე უკუკავშირის გამცემს, თუ რაიმე გაურკვეველია, დაუსვი კითხვები;
·         არ დაიწყო დაცვა და დაპირისპირება - არ დაიწყო საკუთარი პოზიციის არგუმენტირება და დაცვა ისე, რომ ამან კონფლიქტამდე მიგიყვანოს;
·         იფიქრე იმაზე, უკუკავშირის დროს რომელი რჩევაა შენთვის სასარგებლო;
·         დაუბრუნე უკუკავშირი უკუკავშირის გამცემს - მოგვიანებით, შესაძლებელია ეს მოხდეს არაფორმალური საუბრის დროს, არ დაგავიწყდეს უკუკავშირის გამცემს გაუზიარო, რა მოგცა შენ მის მიერ მოწოდებულმა რჩევებმა, რომელი იყო განსაკუთრებით სასარგებლო, რაში არ დაეთანხმე.  ასეთი მიდგომით უკუკავშირი შეიძენს წრიულ ხასიათს.
შემოთავაზებული წესების გათვალისწინენა წინაპირობაა  კომუნიკაციის პროცესში ეფექტიანი უკუკავშირის დამყარებისა.

წყარო: სოფიკო ლობჟანიძე, ელექტრონული გაზეთი Maswavlebeli.ge, 1 თებერვალი, 2013.


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმავითარებელი კომენტარი:
1.      იწყებს თუ არა კომენტარს იმით, რაც მოსწონს.
2.      არის თუ არა კომენტარი კონკრეტული, ფაქტით / მაგალითით გამყარებული.
3.      არის თუ არა კომენტარში ნაჩვენები გაუმჯობესების გზა.
4.      არის თუ არა დასაბუთებული, რატომ სჯობს კომენტარის გამცემის მიერ  შეთავაზებული გზა ავტორისას.
5.      არის თუ არა კომენტარის ტონი თანამშრომლობითი, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამომხატველი. 


Exception Report Sections Omitted

2.  Approvals

Prepared By  __________________________________
([Job Title])

This document requires the following approvals
Approved By __________________________________
([Job Title])
__________________________________
([Job Title])
_________________________________
([Job Title])

Approval Date           __________________________________

3.  Document Location

This document is only valid on the day it was printed. The document will be found/stored in the following location [xxxxx].

4.  Guidance

Guidance Text (delete all the guidance text when completing the report)
1.      შეფასების ჯგუფმა უნდა მოახდინოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება და შესაბამისი კრედიტქულების მინიჭება. მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე  ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენრჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.  აღნიშნული წინადადებების წარდგენის ვადად  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მიერ განისაზღვრა 2016 წლის 14 ოქტომბრამდე ( თავდაპირველად ბოლო ვადა იყო 12 სექტემბერი).

2.    შეფასების ჯგუფმა ეს ყველაფერი უნდა გააფორმოს ოქმის სახით, სკოლებში მისულია შეფასების ჯგუფის ოქმის ნიმუში, სადაც  განხილულია მაგალითები სხვადასხვა აქტივობების განხორციელების დროს როგორ  ხდება კრედიტქულების მინიჭება. დეტალურად კრედიტქულების ოდენობა და შესაბამისი აქტივობების ჩამონათვალი განსაზღვრულია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წაინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N68 დადგენილებით.


3.      იმის დასადგენად, თუ რომელ პროექტებსა და ტრენინგებში მონაწილეობა ეთვლება მასწავლებელს დამატებით საქმიანობად, უნდა ნახოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრულ იმ პროგრამებისა და პროექტების ჩამონათვალი, რომელში მონაწილეობაც მასწავლებელს ჩაეთვლება დამატებით საქმიანობად. ამავე ბრძანებით დადგენილია შესაბამისი კრედიტქულების ოდენობაც.
4.      რაც შეეხება ფასილიტატორებს, მათ ფასილიტატორობისთვის ავტომატურად ენიჭება 1 კრედიტქულა (თითოეული წლისათვის). ბაზაში აღნიშნული კრედიტქულის მინიჭების დამადასტურებლად უნდა აიტვირთოს შეფასების ჯგუფის შექმნის შესახებ საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება, სადაც მითითებულია კონკრეტული ფასილიტატორის გვარი და სახელი.

5.      ბრძანებებს, დამატებითი საქმიანობის ჩამონათვალსა და ოქმის ნიმუშს ამავე კოლექციაში გთავაზეობთ და შეგიძლიათ ისარგებლოთ.

6.      საქართველოს მთავრობის N72 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეფასების ჯგუფებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს სკოლა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ ჯგუფებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი შეფასების ჯგუფი გეყოლებათ, თუ რამდენიმე ეს თქვენი გადასაწყვეტია.


7.      საქართველოს მთავრობის N72 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას. გზამკვლევში განსაზღვრულია, რომ ამ დროს მის საქმიანობას შეაფასებენ შეფასების ჯგუფის დანარჩენი წევრები. სკოლა უფლებამოსილია შეფასების ჯგუფში ერთჯერადად მოიწვიოს იმ კათედრის წარმომადგენელი, რომელმაც თვითაცილების საკითხი დააყენა. ანუ აცილების შემთხვევაში კათედრის სხვა წევრის მოწვევის საჭიროებას უშუალოდ სკოლა განსაზღვრავს და ვალდებულება არ არის. კათედრის სხვა წევრის მოწვევა მიზანშეწონილია, მაშინ როდესაც ხდება გაკვეთილის შეფასება და არა მასწავლებელის მიერ ტრენინგების გავლის შემთხვევაში კრედიტების მინიჭება.

8.    მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:
ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე;
ბ)  მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე;
გ)  აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე,  იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.
 აღნიშნულ უფლებამოსილებას მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

ალბათ, უკეთესია, ყველა საკითხზე( მაინც გადაამოწმეთ) ერთი ოქმი გაკეთდეს, შემდეგ დასკანერდეს ის და აიტვირთოს ყველა იმ მასწავლებლის პირად გვერდზე ( და ფასილიტატორისაც) ვინც ფასდება.

სსიპ - -----------------------------  საჯარო სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის
                                                           ოქმი N         
ქ.--------------------                                                                                                 ----- სექტემბერი 2016 წ.
სხდომის დაწყების დრო:__: __სთ.
სხდომას ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის  შემდეგი წევრები:
1.1  სკოლის დირექტორი (თავმჯდომარე)
1.2  დირექტორის მოადგილე
1.3  ------------- ფასილიტატორი
1.4  --------------- ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენელი
1.5  --------------- მათემატიკის კათედრის წარმომადგენელი
1.6  --------------- საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წარმომადგენელი
1.7  --------------- საბუნაბისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წარმომადგენელი
1.8  --------------- დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენელი
1.9  --------------- უცხოური ენების კათედრის წარმომადგენელი
1.10          --------------- სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წარმომადგენელი

შეფასების ჯგუფის სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა ------ მასწავლებელი

სხდომა გახსნა შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.
დღის  წესრიგი:
1.      მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება და შესაბამისი კრედიტქულების მინიჭება.
2.      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფასილიტატორისთვის კრედიტქულების მინიჭება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე:
წინააღმდეგი:

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1. მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება და შესაბამისი კრედიტქულების მინიჭება.
მომხსენებელი: შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე ------------------------------------.

მოისმინეს:  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარის ქალბატონი/ბატონი -----------------------ს მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით. მან შეფასების ჯგუფის წევრებს შეახსენა, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე  მასწავლებლებს ელექტორონულ სისტემაში მათთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში,  პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტები უნდა განეთავსებინათ 2016 წლის 4 ივლისის ჩათვლით. ამ ვადის დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფმა უნდა განახორციელოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება. აღნიშნული შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის შემდგომი კარიერული წინსვლისათვის, ვინაიდან სწორედ მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე უნდა მოხდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა კონკრეტული მასწავლებლისათვის სტატუსის  მინიჭების, შენარჩუნებისა ან შეწყვეტის შესახებ. სსიპ მასწავლებელეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 14 ივნისის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების ელექტონულ სისტემაში განთავსების ვადის განსაზღვრის შესახებ“ N135 ბრძანების პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების ელექტონულ სისტემაში განთავსება 2016 წლის 27 ივლისამდე. აღნიშნულ ბრძანებაში 2016 წლის 04 ივლისის N161 ბრძანებით ცვლილება შევიდა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების ელექტონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ამდენად, ამ სხდომაზე განხილული უნდა იქნას ინფორმაცია თითოეული მასწავლებლის მიერ ამ პერიოდისათვის განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის’’ მე-5 თავით განსაზღვრულია ის სავალდებულო აქტივობები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია მასწავლებლის მიერ კრედიტქულის მინიჭებისათვის. ასევე, დადგენილია კონკრეტული აქტივობისთვის რამდენი კრედიქტულაა გათვალისწინებული და რამდენი კრედიტქულის დაგროვებაა საჭირო სტატუსის შენარჩუნებისა თუ უფრო მაღალი სტატუსის მოპოვებისათვის.
შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სსიპ ---------------------------სკოლაში არის ---- მასწავლებელი. მათგან, ---- პრაქტიკოსი, ---- უფროსი და ---- წამყვანი მასწავლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრული იყო მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად. ამის მიუხედავად, მასწავლებლები მეტ-ნაკლებად აქტიურად ახორცილებდნენ სხვადასხვა საქმიანობას, რასაც ადასტურებს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. მან მოუწოდა ჯგუფის წევრებს შეეფასებინათ მასწავლებელები.
--------------------------- მოუწოდა ჯგუფის წევრებს შეეფასებინათ თითოეული მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტოვობები, მასწავლებლების მიერ პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება და კრედიტქულის მინიჭება.
შეფასების ჯგუფის წევრები დატალურად გაეცნენ თოთოეული მასწავლებლის მიერ პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტაციას განხორციელებული აქტივობების თაობაზე.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალიდან სსიპ -------------------------------- საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ ---------------------მ აღინიშნა, რომ -------------------- არის/არიან პრაქტიკოსი მასწავლებელი/მასწავლებლები. მან/მათ 2016 წლის ---------- (მიუთითეთ პერიოდი) წარმატებით ჩააბარა/ჩააბარეს საგნის გამოცდა, რაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის’’ მე-5 თავის თანახმად, წარმოადგენს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო ერთ-ერთ აქტივობას და რისთვისაც მას/მათ უნდა მიენიჭოს/მიენიჭოთ 10 კრედიტქულა.
--------------------------- და ------------------------------- 2016 წლის ----------(მიუთითეთ პერიოდი) გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის /ან სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების კურსი-------- (დაწერეთ კურსის/ტრენინგის დასახელება). აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა. მითითებული სავალდებულო აქტივობისათვის პრაქტიკოს მასწავლებელს ენიჭება 5 კრედიტქულა.
რაც შეეხება შიდა საგაკვეთილო დაკვირვებებს, ვინაიდან გაკვეთილის შეფასების რუბრიკა ჯერ არ არის დამტკიცებული და შესაბამისად, შეფასების ჯგუფებს არ გაუვლიათ გადამზადება ამ მიმართულებით, 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა შიდა საგაკვეთილო დაკვირვებების განხორციელებაამდენად, პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები მიმდინარე წელს აღნიშნული აქტივობით ვერ დააგროვებენ კრედიტქულებს. მასწავლებლების მიერ ჩატარებულღიაგაკვეთილებვერ ჩაითვლება შიდა საგაკვეთილო დაკვირვებად, რადგან არ არის დაცული შესაბამისი პროცედურები და შეფასების ჯგუფს გაკვეთილის შესაფასებლად არ გამოუყენებია შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი.
მასწავლებელთან შეთანხმებით გაკვეთილზე დაკვირვება განხორციელდება 2016-2017 სასწავლო წლიდან და შესაბამისი კრედიტქულები მიენიჭება შესაბამისი შეფასების საფუძველზე.
გარდა ზემოაღნიშნული სავალდებულო აქტივობებისა მასწავლებლების მიერ განხორციელდა შემდეგი დამატებითი საქმიანობები:

სკოლის მასწავლებლებმა, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 04  აპრილის N279 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, გაიარეს პროფესიული განვითარების კურსი. კერძოდ:
1.      გერმანული ენის მასწავლებელმა -------------------------მ ,,გოეთეს ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული საკრედიტო პროგრამა  ,,გერმანული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, რისთვისაც მას უნდა მიენიჭოს 1 კრედიტქულა.

2.      სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ---------------------მ - ,,PH Inernational საქართველოს“ მიერ ორგანიზებული საკრედიტო პროგრამა ,,სამოქალაქო განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, რისთვისაც მას უნდა მიენიჭოს 3 კრედიტქულა.

3.      დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა --------------------------მ - ,,ქემონიქსი - საქართველოს“ მიერ ორგანიზებული საკრედიტო პროგრამა ,,დაწყებით საფეხურზე ქართული ენის, ქართულის,  როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლების პროფესიული განითარება“, რისთვისაც მას უნდა მიენიჭოს 2 კრედიტქულა.
4.      მოხალისე მასწავლებლებთან ერთად მომუშავე ინგლისური ენის ადგილობრივმა მასწავლებელმა ------------------------მ - ,,აშშ მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ მიერ ორგანიზებული კრედიტქულების პროგრამა ,,ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული საკრედიტო  პროგრამა ,,ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, რისთვისაც მას უნდა მიენიჭოს 1 კრედიტქულა.
5.      საზოგადოერივი მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებმა -------------------------------მ -  ,,ეკოვიჟენი - კავშირი მდგრადი განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული საკრედიტო პროგრამა ,,საზოგადოებრივი მეცნიერებიბისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, რისთვისაც მას უნდა მიენიჭოს 3 კრედიტქულა.

აღნიშნულის დასადასტურებლად პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილია შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა.

----------------------- პროფესიული განვითარების მიზნით - --------- (პერიოდი) მონაწილეობა მიიღო კონფერენცია/სემინარში. მის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება/პრეზენტაცია თემაზე ---------------------------. აღნიშნულის დასადასტურებლად მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი იქნა კონფერენციის დღის წესრიგი და მოხსენების ელექტრონული ვერსია. აღნიშნული საქმიანობისათვის მასწავლებელს ენიჭება 1 კრედიტქულა.
ან მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო რესურსის შექმნაში, კერძოდ იგი არის------------------სახელმძღვანელოს თანაავტორი /ან გამოქვეყნდა სტატია ,,----------სათაური“ (სად გამოქვეყნდა) (იმ შემთხვევაში თუკი გამოქვეყნდა სტატია ენიჭება 1 კრედიტქულა, მეთოდური ლიტერატურის შექმნისათვის-2 კრედიტქულა, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო-4 კრედიტქულა)
ან 2016 წლის ---- ------------ სსიპ ---------------------------- სკოლაში სტუდენტების მიერ პრაქტიკის გავლის სურვილით მომართა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში სკოლამ მიიღო ---- სტუდენტი, რომლებიც გადანაწილდნენ --- უფროს  მასწავლებლებზე. ვინაიდან სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაციისათვის უფროსი მასწავლებლებს ენიჭებათ 2 კრედიტქულა, --------------------- და ---------------------- მასწავლებლებს  უნდა მიენიჭოთ --- კრედიტქულა.

ასევე,   როგორც მოგეხსენებათ   ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პრფესიული  განვითარებისა  და კარიერული წინსვლის სქემის“   ფარგლებში  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის ----  -----------------------ს  ორგანიზებულ იქნა ტრენინგები.  აღნიშულ აქტივობებზე  დასწრებისთვის მასწავლებლებს, როგორც შეფასების ჯგუფის წევრებს  ----------------------------------------------ს მიენიჭათ 0,5 კრედიტქულა.
შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ შეფასების ჯგუფის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარდგენილი საკითხისთვის.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - -----
წინააღმდეგი - -----

შეფასების ჯგუფმა კენჭისყრის შედეგად დაადგინა:

1.      სსიპ ------------------------------- საჯარო სკოლის მასწავლებლებს მიენიჭოთ კრედიტქულები დანართის შესაბამისად;
2.      განხორციელდეს მინიჭებული კრედიტქულების ელექტრონულად eschool.emis.ge-ის მონაცემთა ბაზაში ასახვა.

საკითხი N2.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფასილიტატორისთვის კრედიტქულების მინიჭება.
მომხსენებელი:  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე ------------------------------------.
მოისმინეს:  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარის ქალბატონი/ბატონი -----------------------ს მოხსენება დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით.
მან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფს  მოახსენა, რომ  საქართველოს მთავრობის 2015  წლის 20 თებერვლის N68  დადგენილებით განსაზღვრული ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პრფესიული  განვითარებისა  და კარიერული წინსვლის სქემის“   შესაბამისად  მასწავლებელს  დამატებითი საქმინობისთვის, კერძოდ  ფასილიტატორობისთვის  ენიჭება 3 კრედიტქულა (ფასილიტატორობის თითოეული წლისათვის -  1  კრედიტქულა).
აღნიშნულიდან გამომდინარე მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის წევრს -----------------------------------ს  ფასილიტატორობისთვის ენიჭება 1  კრედიტქულა.
შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ შეფასების ჯგუფის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარდგენილი საკითხისთვის.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - -----
წინააღმდეგი - -----

შეფასების ჯგუფმა კენჭისყრის შედეგად დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ფასილიტატორ  -----------------------------------სთვის 1   კრედიტქულის მინიჭების საკითხი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების დრო: __: __სთ.

სხდომის თავმჯდომარე:                                                         ---------------------------
სხდომის მდივანი:                                                                   ---------------------------


Use the Microsoft Word document properties to view and edit document properties such as “Title, Author, Subject and any Keywords. To access the “Properties” fields follow the instructions below:-
1.    Click on the “Office Button”
2.    Select “Prepare”

3.    Select “Properties”

No comments:

Post a Comment