ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII–ის სამეფო ტახტი და სკიპტრა, დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველს ეროვნულ მუზეუმში. ეს სამეფო ატრიბუტები გვირგვინთან და მანტიასთან ერთად 1799 წელს გამოუგზავნა რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა მეფე გიორგის. გადაცემის საზეიმო ცერემონიალი შედგა ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში (ეს ამბავი ვრცლად აქვს აღწერილი პლატონ იოსელიანს თავის ცნობილ ნაშრომში "ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა"). მეფის გარდაცველების და რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების გამო 1801 წელს სამეფო ნიშნები (ინსიგნიები) გაგზავნილ იქნა რუსეთში, პეტერბურგში. 1923 წელს ტახტი, სკიპტრა და გვირგვნი დაუბრუნდა საქართველოს. თუმცა 1930–იან წლებში გვირგვინი უკვალოდ გაქრა. გვირგვინის ფოტო არ შემოგვრჩა, არსებობს მხოლოდ მისი ჩანახატი. სწორედ ეს გვირგვინია გამოსახული საქართველოს ამჟამინდელ სახელმწიფო გერბზე. ამავე ალბომში წარმოგიდგენთ მეფე გიორგი XII–ის 5 პორტრეტს, შესრულებულს მის სიცოცხლეში.
ტრაგიკული პიროვნება აღმოჩნდა მეფე გიორგი XII, დიდად მორწმუნე და წიგნის მოყვარე, კეთილი და კაცთმოყვარე, თუმცა დაავადმყოფებული და სუსტი მმართველი, რუსეთზე მოიმედე, რომელიც რუსეთით ფიქრობდა ბაგრატოვანთა ტახტის დაცვას და შენარჩუნებას, მწარედ მოტყუებული, ოჯახ დარბეული, ისტორიაში შევიდა როგორც უკანასკნელი მეფე ქართლ–კახეთისა.

No comments:
Post a Comment